-
2016-08-13 14:51
რუსმა ტურისტმა ცოლ-ქმარმა შვეიცარიის ელიტარული სასტუმროს პერსონალი გააოგნა, როცა სასტუმროს მუშაკებმა აღმოაჩინეს, რომ წყვილმა სასტუმროს აბაზანაში დაამწნილა სოკო, რომელსაც ტყეში ყოველდღე სეირნობისას აგროვებდნენ.
ამის შესახებ "ლენტა.რუ." ტუროპერატორ BSI group-ის მენეჯერის ნაამბობზე დაყრდნობით წერს:
"წყვილი ალპებში, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში ისვენებდა და ყოველდღე ტყეში სეირნობდა. მათ ტყეში დიდი რაოდენობით სოკო იპოვეს და რადგან ამ არეალში სოკოს მოყვარული სხვა არავინ აღმოჩნდა, მას დიდი რაოდენობით, ყოველდღე აგროვებდნენ. მას შემდეგ, რაც აღმოაჩინეს, რომ ამ რაოდენობის სოკოს მირთმევა, პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო, მათ ის ნომრის აბაზანაში დაამწნილეს".
მისი თქმით, ამ წყვილმა რამდენიმე წლის შემდეგ ისევ იმ სასტუმროში მოინდომა დასვენება და ადგილების დასაჯავშნად ტუროპერატორს დაუკავშირდა.