ექვსი შვილის დედას სისხლის ჩაბარება უწევს, რომ ბავშვებს პური უყიდოს

საქველმოქმედო ფონდი "სოციალური თანასწორობა" თავის ვებგვერდზე აქვეყნებს წერილს ექვსი შვილის დედის ნათია ჯიშკარიანის შესახებ, რომელმაც თავად მიმართა ფონდს დახმარების თხოვნით. როგორც წერილიდან ირკვევა, მრავალშვილიან დედას უკიდურესად უჭირს, იმდენაედაც კი, რომ პერიოდულად სისხლს აბარებს, რათა შვილები გამოკვებოს, ხოლო უფასო სასადილოდან მოტანილ საჭმელს ზოგჯერ თვითონ არ ჭამს, რომ ბავშვებს ეყოთ, რის გამოც რამდენჯერმე გულიც კი წასვლია. 

>>>

გამჭოლი ჭრილობა ხელის მტევანზე ტელეწამყვანს - ილუზიონისტის შეცდომა პირდაპირ ეთერში

პოლონეთის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში, კულინარიული შოუს მიმდინარეობისას, სტუდიაში მიწვეულმა ილუზიონისტმა შეცდომა დაუშვა და ტელეწამყვანს ხელი დაარტყმევინა ქაღალდის პაკეტზე, რომელშიც ამობრუნებული სამსჭვალი იდო. 

>>>

"ჩამოვედით, ბატონო პრეზიდენტო!" - ანუ ფილმი "ხიბულა" ზვიად გამსახურდიას ბოლო დღეებზე

მსახიობს, რომელიც გიორგი ოვაშვილმა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ბოლო დღეებზე გადაღებულ ფილმ "ხიბულასთვის" შეარჩია, ფილმში სახელს არსად ეძახიან. "ბატონო პრეზიდენტო!" - ასე მიმართავენ ირანული კინოს ცნობილ სახეს, რომელიც ფილმში ზვიად გამსახურდიას როლს ასრულებს.

>>>

სანდრა რულოვსი: "ლევანის ჩამოსვლა მიშას დაბრუნების საწინდარია"

საქართველოს პირველი ქალბატონი 2004-2013 წლებში სანდრა რულოვსი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, საქართველოში მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდეს. 

>>>

გამვლელმა ბეისბოლის ბიტით სცემა ორი წლის გოგონაზე მოძალადე მამას

მას შემდეგ, რაც მანქანიდან დაინახა, როგორ სასტიკად უსწორდებოდა მამაკაცი 2 წლის გოგონას მოტელთან ახლოს, დონ გილბერტმა მანქანა გააჩერა, იქედან ბეისბოლის ბიტა გადმოიღო და ბავშვზე მოძალადეს გაუსწორდა. მოძალადე გოგონას მამა აღმოჩნდა. შემთხვევა კანადაში, ვანკუვერთან ახლოს მდებარე მოტელთან მოხდა. 

>>>

ასე დახვდნენ სარფთან ლევან ვარშალომიძეს

ტაში, ემოციები, სკანდირება "ლევანი!", "საქართველო!" - უამრავი ადამიანი ეროვნული დროშებით, "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები, წევრები, სხვა მოქალაქეები და გაძლიერებული პატრულ-პოლიციელთა რაზმები საბაჟო-გამშვებ პუნქტთან - ასე დახვდნენ საქართველოში დაბრუნებულ აჭარის მთავრობის ყოფილ მეთაურს ლევან ვარშალომიძეს.

>>>

ლორთქიფანიძე: "ჩატაევი იმის იმედით გაუშვეს, რომ ან სააკაშვილის, ან ჩემს საწინააღმდეგო ჩვენებას მისცემდა"

ოდესის პოლიციის უფროსი, საქართველოს შს მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე გია ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ ახმედ ჩატაევი საქართველოს შსს-ს ინფორმატორი და, საჭიროების შემთხვევაში, რადიკალურ დაჯგუფებებთან მოლაპარაკების დროს შუამავალი იყო, ხოლო როცა ამაზე უარი თქვა და ტერორისტებთან ერთად დაღესტანში გადასვლა დააპირა, დააკავეს. 

>>>

ორი უკრაინიდან, ორი - რუსეთიდან: უახლოეს დღეებში "კანონიერი ქურდები" საქართველოში "დაბრუნდებიან"

ორი ე.წ. კანონიერი ქურდი კიევიდან, ორი კი სანკტ-პეტერბურგიდან, უახლოეს დღეებში, სავარაუდოდ, საქართველოში დეპორტაციას დაექვემდებარება. უკრაინულ და რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამშობლოში იძულებით დაბრუნება მოუწევთ "კუწუს", "ხმელოს", "ჭიას" და "კახელ ზურას". 

>>>

იშვიათი კადრები: "კანონიერ ქურდთა" "სხოდკის" აღკვეთა კიევში

კიევის ნაციონალურმა პოლიციამ კიევთან ხლოს მდებარე რესტორანში ე.წ. კანონიერ ქურდთა სხოდკა აღკვეთა. ოფიციალური ინფორმაციით, დაკავებული პირები კიევსა და მიმდებარე დასახლებებში გავლენის სფეროების გადასანაწილებლად იყვნენ შეკრებილნი. 

>>>

"... და დრო ოქტომბრის პაემანისა!.." - სააკაშვილის პაროდია "ვანოს შოუში"

გიორგი ლეონიძის "ყივჩაღის პაემნის" პერიფრაზირებული ვარიანტით წარდგა მაყურებლის წინაშე მიხეილ სააკაშვილის პაროდისტი "ვანოს შოუში". მის მიერ წაკითხული ლექსი პოპულარულია ინტერნეტსირცეში. 

>>>

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?