მეგრელებისადმი მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვას თენგიზ გუნავა ეხმიანება

Image

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სიით პარლამენტის წევრობის კანდიდატი, სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი თენგიზ გუნავა მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვას ეხმიანება და წერს, რომ სააკაშვილის პოტენციალის გამოყენება მეტად მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის. 

 

"თურმე, ზოგიერთების აზრით, ბიძინა ივანიშვილს შეუძლია მოატყუოს, აბუჩად აიგდოს ჩვენი ამომრჩეველი, გააღარიბოს ქვეყანა და ადამიანს, რომელმაც დაქცეული საქართველო ფეხზე დააყენა, არ ჰქონია უფლება მიმართოს თავის ხალხს მისი გულისტკივილი უთხრას, რომ ვერ მოასწრო ბევრი პროექტების განხორციელება, რაც შესაძლებლობას მისცემდა რეგიონს ეკონომიურად ფეხზე დამდგარიყო.

 

ეტყობა, ბევრს დაავიწყდა, რომ მიხეილ სააკაშვილს მისი ნებით არ დაუტოვებია საქართველო, ის იძულებული გახადეს წასულიყო და ახლა სტრატეგიულ პარტნიორ, მეგობარი ქვეყნის უკრაინის ერთ-ერთ დიდ ოლქს ხემძღვანელობს და საკმაოდ წარმატებულად ამაზე იქ ჩატარებული რეფორმებიც მეტყველებს, რომ არა ხელისშემშლელი ოლიგარქები უფრო მეტსაც შეძლებდა.

 

მისთვის დღე იწყება და მთავრდება საქართველოზე ფიქრით და ყველასთვის ცხადი უნდა იყოს, რომ მისი პოტენციალის და გამოცდილების გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის!", - წერს თენგიზ გუნავა.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?