
მას შემდეგ, რაც ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ოდესის ცნობილ სანაპირო "ლანჟერონზე" აქცია და ღობეების მოშლა დაანონსა, ოდესის მერიამ წინაღობები ერთ ღამეში მოშალა.
მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ სწორედ აქციის დაანონსების შემდეგ იმოქმედა ადგილობრივმა ხელისუფლებამ ოპერატიულად, რის შემდეგაც საზოგადოებას, ხალხს, კიდევ ერთი სანაპირო შეემატა - "ლანჟერონი" ამ დრომდე შემოღობილი, ფასიანი სანაპირო იყო.
"ფეისბუქზე" მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ სულ მალე ოდესის მთელი სანაპირო ხელმისაწვდომი იქნება საზოგადოებისთვის. ამ პოსტის გამოქვეყნებას მიხეილ სააკაშვილის გვერდზე დიდი მოწონება და დადებითი გამოხმაურებები მოჰყვა.