
ჩრდილოეთ ოსეთის მოსახლეობა სატელევიზიო სიგნალის გარეშე დარჩა. ამჯამად ვლადიკავკაზში და რეგიონის სხვა დასახლებულ პუნქტებში არც ადგილობრივი და არც რუსეთის ტელევიზიების მაუწყებლობა არ ვრცელდება. მიზეზი ანძაზე მეხის დაცემაა.
ინფორმაციას "ლაიფნიუსი" ავრცელებს. ანძას მეხი მოსკოვის დროით 22:30 საათზე დაეცა, რამაც სერვერების მწყობრიდან გამოსვლა და სიგნალის შეწყვეტა გამოიწვია. ადგილზე სპეციალისტები მუშაობენ, თუმცა, უახლოეს საათებში სიგნალის აღდგენა შეუძლებელია.