დღეს კიევში უკრაინის შს მინისტრმა არსენ ავაკოვმა და მისმა პირველმა მოადგილემ ეკა ზღულაძემ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და კიევის საპატრულო პოლიციის უფროსები წარადგინეს და პირად შემადგენლობას მიმართეს.
უკრაინის შს მინისტრმა არსენ ავაკოვმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც კიევის საპატრულო პოლიციის უფროსად 28 წლის მაიორი ალექსანდრე ფაცევიჩი დაინიშნა.
რომის პაპმა ფრანცისკმა, რომელმაც დღეს რუსეთის პრეზიდენტი მიიღო, ვლადიმირ პუტინს მედალიონი გადასცა, რომელზეც მშვიდობის ანგელოზია გამოსახული, ხოლო ტექსტში ნათქვამია, რომ ამ ანგელოზს "მშვიდობა, სამართლიანობა, სოლიდარობა მოაქვს და, ამავდროულად, მფარველიცაა". თავად პუტინმა რომის ეკლესიის მეთეურს მაცხოვრის ხატი და მართლმადიდებლური ენციკლოპედიის რამდენიმე ტომი უსახსოვრა.
უკრაინის პრეზდენტმა პეტრო პოროშენკომ დააკმაყოფილა ოდესის ოლქის ხელმძღვანელის მიხეილ სააკაშვილის წარდგინება, ხუთი თანამდებობის პირის გათავისუფლების შესახებ. ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ქვეყნდება.
უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ამბობს, რომ ქვეყნის პოლიციის ხელმძღვანელად ისეთ პიროვნებას ხედავს, როგორიც ეკა ზღულაძეა, მაგრამ ეს საბოლოოდ, პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს.
28 მაისს, ოკუპირებულ დონეცკში ვიზიტის დროს, ცნობილი რუსი მომღერალი იოსებ კობზონი გაძარცვეს, თუმცა, სკანდალი ისე მიჩუმათდა, რომ არ გახმაურებულა.
შვეიცარიის პოლიციამ ციურიხის ერთერთ სასტუმროში FIFA-ს რამდენიმე მაღალი რანგის ოფიციალური პირი კორუფციის ბრალდებით დააკავა.
ლეხ და იაროსლავ კაჩინსკების პარტია "პრავო ი სპრავედლივოსტის" (PiS) წარმომადგენელი ანჯეი დუდა პოლონეთის პრეზიდენტი ხდება. მან მეორე ტურში მოქმედი პრეზიდენტი ბრონისლავ კომოროვსკი დაამარცხა. კომოროვსკიმ კონკურენტს უკვე მიულოცა გამარჯვება.
ტელეკომპანია THT-ზე, რეალითი შოუ Дом2-ს მონაწილეების ვნებიანი ხვევნა-კოცნა კამერების წინ.
24 წლის ჩინელმა გოგონა-გეიმერმა ინტერნეტკაფეში შვილი გააჩინა და ისევ კომპიუტერთან დაბრუნდა, რათა თამაში გაეგრძელებინა. მშობიარე ტუალეტში დამლაგებელმა აღმოაჩინა.