-
2015-08-27 21:53
რუსეთში DTM სერიის ავტორბოლის მონაწილე BMW -ს გუნდს მოუწევს, კვების დროს ადგილობრივი პროდუციით დაკმაყოფილდეს. როგორც "ევროსპორტ.რუ" იტყობინება, გუნდის წევრებისთვის და სტუმრებისთვის განკუთვნილი კალორიული პროვიანტი ფსკოვის ოლქში, გამშვებ პუნქტთან "როსსელხოზნადზორის" წარმომადგენლებმა დააკავეს და გაანადგურეს.
საერთო ჯამში, ამოღებასა და განადგურებას დაექვემდებარა 1630 კგ პროდუქტი: ბადრიჯანი, ოხრახუში, კვერცხი და რძის ნაწარმი. უწყებაში განმარტავენ, რომ ამ პროდუქტის ამოღებისა და განადგურების უფლება მათ ჰქონდათ, რადგან მხარემ ვერ წარმოადგინა პროდუქტის ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი. პროდუქტის მარაგიდან მხოლოდ ფქვილი და მაკარონი გადარჩა განადგურებას.
"ბმვ"-ს გუნდის მენეჯერები იძულებულნი გახდნენ, უკვე რუსეთში, სასწრაფო წესით შეისყიდონ აღნიშნული პროდუქცია. საერთო ჯამში, რუსეთის სახელმწიფო უწყებამ 120 ადამიანისთვის განკუთვნილი პროდუქტები გაანადგურა.
DTM სერიის ავტორბოლის მორიგი ეტაპი მოსკოვში, 28-30 აგვისტოს ტარდება.