-
2015-11-25 18:11
ქვეყნის დასავლეთში არსებული ბაზებიდან ოფიციალურმა ანკარამ ტანკები ჯერ ქვეყნის სამხრეთით გადაისროლა, შემდეგ კი ისინი სირიის საზღვართან გაგზავნა. ამავე დროს, დილიდან ქვეყნის საჰაერო სივრცეს სირიასთან 18 ავიაგამანადგურებელი აკონტროლებს.
ეს საჰაერო კონტროლი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია ბოლო წლების განმავლობაში და ის სირიის საზღვართან რუსული სუ-24-ის ჩამოგდებას უკავშირდება. კონკრეტული მიზანი, თუ რა ინფორმაციის მისაღებად დასჭირდა თურქულ მხარეს 18 F-16-ით საზღვრის გაკონტროლება, ანკარას არ წარმოუდგენია.