
თეთრი სახლის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა ბარკ ობამამ ხელი მოაწერა თავდაცვის განახლებულ ბიუჯეტს, რომლის მიღებაც აქამდე ვერ ხერხდებოდა.
განახლებულ ბიუჯეტში, სხვადასხვა პარამეტრებთან ერთად, გათვალისწინებულია 2016 წლის განმავლობაში უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის 300 მილიონი დოლარის გამოყოფა. ექსპერტები ამბობენ, რომ ეს ბიუჯეტი აშშ-ს უფლებას აძლევს, უკრაინას ლეტალური იარაღი მიაწოდოს.