
ღამის საათებში თურქული კომპანია Efes-ის კუთვნილი ლუდის ქარხანა დაარბიეს ულიანოვსკში. რამდენიმე მანქანით მისულმა აქტივისტებმა ჯერ თურქეთის დროშა ჩამოხიეს და შეურაცხყვეს, შემდეგ კი ის რუსეთის დროშით შეცვალეს და დაწესებულების კარები შეამტვრიეს.
დარბევის მონაწილეებმა ქარხნის შესასვლელთან, ასფალტზე, თურქეთის პრეზიდენტის შეურაცხმყოფელი წარწერები დატოვეს. აქტივისტებს შორის ულიანოვსკის კომუნისტური პარტიის წარმომადგენლებიც იყვნენ, თუმცა, რუსეთის კომპარტიის მესვეურებმა პარტიის გვერდზე "ტვიტერში" დაწერეს, რომ მათ აქციის ორგანიზებაში წვლილი არ მიუძღვით და ეს მხოლოდ მოქალაქეების აქტივობა იყო.
შეგახსენებთ, მანამდე რუსეტში ონიშენკოს უწყებამ აკრძალა თურქეთიდან ხორცის პროდუქტების შემოტანა.