-
2015-11-25 18:21
ოკუპირებული აფხაზეთის საინფორმაციო სააგენტო ANNA-News-ის გადამღები ჯგუფი, მათი დირექტორის მტკიცებით, სირიაში იმყოფებოდა და რუსული სუ-24-ის ჩამოგდების თვითმხილველია. ამის შესახებ დირექტორმა "ლაიფ ნიუსს" უამბო და მათი გადაღებული ვიდეოც წარმოუდგინა.
აფხაზური სააგენტოს დირექტორი ამბობს, რომ გადამღებ ჯგუფს თან ახლდნენ სირიელი მებრძოლები (საუბარია ასადის არმიის მებრძოლებზე), რომლებმაც განაცხადეს, რომ თურქულმა ფ-16-მა რაკეტა სირიის ტერიტორიიდან გაუშვა და არა თურქეთის. სააგენტოს დირექტორი ასვე ჰყვება, რომ ორი ვერტმფრენიდან, რომლებიც ადგილზე გაიგზავნენ, ერთს რაკეტა მოახვედრეს, რაც დროსაც საზღვაო ქვეითი ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო ეკიპაჟის სხვა წევრები მეორე ვერტმფრენით გამოიყვანეს.
სააგენტოს ხელმძღვანელი ჰყვება, რომ მეორე რუსი პილოტი გადარჩა და ის სირიის არმიის მებრძოლებმა აიყვანეს, რის შემდეგაც ბაზაზე უვნებლად გადაიყვანეს. მისი თქმით, პილოტი გამოვიდა კავშირზე, ადგილმდებარეობა აღნიშნა და სამალავში მოეწყო. ოპერაცია 12 საათს გაგრძელდა და საბოლოოდ, ის იპოვეს, შემდეგ კი ბაზაზე დააბრუნეს.
როგორ მოხვდნენ სირიაში აფხაზური სააგენტოს თანამშრომლები, ჯერჯერობით დაუდგენელია. "ლაიფ ნიუსმა" მხოლოდ ის განმარტა, რომ ისინი იქ "გარემოებათა დამთხვევის გამო" აღმოჩნდნენ.