-
2015-11-25 21:28
რუსეთში, კურგანის ოლქში 20 წლის ახალგაზრდა მამაკაცი 11 წლის ნათესავი გოგონას გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს. ძალადობის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც 11 წლის მეხუთეკლასელი დაორსულდა და ექიმს მიმართა.
შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ გოგონა ორსულობის გვიანდელ სტადიაში იმყოფებოდა. მედიკოსებმა ინფორმაცია პოლიციას მიაწოდეს, გოგონას გამოკითხვის შემდეგ კი მისი ნათესავი დააკავეს.
ამჟამად მოძალადე დაკავებულია. გაირკვა, რომ ის სექსუალურ კონტაქტს მოზარდთან რამდენიმე თვის განმავლობაში ამყარებდა. გოგონა მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ ოჯახში იზრდება და მას ექვსი და-ძმა ჰყავს. აღსანიშნავია, რომ ოთხ ბავშვთან მიმართებაში სასამართლომ მათ დედას დედობის უფლება ადრე შეუჩერა.