
რუსეთმა არანაკლებ 12 ავიადარტყმა განახორციელა სირიის პროვინცია ლატაკიაში, სადაც ცოტა ხნის წინ რუსული "სუ-24" ჩამოაგდეს, - ამის შესახებ "როიტერი" სირიელ ამბოხებულებზე დაყრდნობით იუწყება. ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა.
ამავე დროს, სირიელმა მემაბოხეებმა გამოაქვეყნეს ვიდეო, სადაც კარგად ჩანს, როგორ იბომბება ზემოთაღნიშნულიბ ტერიტორია, რომელსაც ადგილობრივი თურქომანები აკონტროლებენ. შეგახსენებთ, თურქომანები ის ხალხია, რომლებიც ეთნიკურად თურქები არიან და სირიის მოქალაქეები აღმოჩნდნენ მას შემდეგ, რაც ოსმალეთის იმპერია დაიშალა.
ამ ტერიტორიაზე, ოფიციალური ვერსიით, "ისლამური სახელმწიფოს" შენაერთები არ არიან, ხოლო თურქომანებს არანაირი კავშირი ტერორისტებთან არა აქვთ. სწორედ თურქომანებმა გაუხსნეს ცეცხლი და მოკლეს ერთი რუსი პილოტი, ხოლო რუსული ვერტმფრენი მი-8, რომელიც სუ-24-ის ჩამოგდების ზონაში გაიგზავნა, ააფეთქეს. ჯერჯერობით უცნობია, რა რეაგირება მოჰყვება რუსეთის მხრიდან ამ ტერიტორიაზე ავიაიერიშის მიტანას თურქეთის მხრიდან.
ფოტოზე: თურქეთის სამხედრო ავიაციის კუთვნილი ფ-16.