
რუსი სამხედრო მფრინავი კონსრტანტინე მურახტინი, რომელიც ამჟამად ლატაკიის ჰოსპიტალში მკურნალობს, გამოწერის შემდეგ ხელმძღვანელობას მოსთხოვს, ისევ სირიაში დატოვონ და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საშუალება მისცენ, რათა დაღუპულ მეთაურს სათანადო პატივი მიაგოს და მისი სიკვდილის გამო შური იძიოს.
ამის შესახებ რუსი ჟურნალისტები იუწყებიან, რომლებმაც მურახტინთან დაკავშირება მოახერხეს და მასთან ინტერვიუ ჩაწერეს. პილოტი ამბობს, რომ 6.000 მეტრის სიმაღლეზე იყვნენ, თავად რაკეტა არ დაუნახავთ, ხოლო თურქული გამანადგურებლისგან არანაირი გაფრთხილება არ ყოფილა.
მურახტინის თქმით, გამოჯანმრთელების შემდეგ ისევ ტერორიზმთან ბრძოლის გაგრძელებას გეგმავს. მურახტინი ჩამოგდებული სუ-24-ის ერთერთი პილოტი, შტურმანი იყო. მეორე - ეკიპაჟის მეთაური პეშკოვი, კატაპულტირების შემდეგ დაიღუპა, როცა ცეცხლი გაუხსნეს.
პეშკოვი, სამაშველო ოპერაციის დროს დაღუპულ საზღვაო ქვეით ჯარისკაც პოზინიჩთან ერთად, სიკვდილის შემდეგ ჯილდოზეა წარდგენილი: პეშკოვი რუსეთის გმირის წოდებას, ხოლო პოზინიჩი მედალს სიმამაცისთვის მიიღებენ. ამავე ჯილდოს - სიმამაცისთვის, მიიღებს გადარჩენილი პილოტიც.