საპატრულო პოლიციის ასმეთაურმა გია სოსელიამ, წინასწარი ინფორმაციით, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და ცოლს სუიციდის აქტამდე მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა.
ნიკოლაევსკში ადგილობრივმა სამართალდამცველებმა 49 წლის ეთნიკურად ქართველი „კანონიერი ქურდი“ გელა ჯოჯუა, იგივე „გელა ტბილისსკი“ დააკავეს.
უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა მოიწონა წინადადება დამნაშავეთა სამყაროს მაღალი იერარქიის პირების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის გამკაცრების შესახებ.
თელავში, ბახტრიონის ქუჩაზე, საკუთარ სახლთან მოკლული ყოფილი პოლიციელი ბექა აბულაძე საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა - მას კალაშნიკოვის სისტემის ავტომატის რამდენიმე ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. უცნობმა ბექა ა.-ძე ეზოდან გამოსვლისთანავე დაცხრილა და მიიმალა.
ბათუმის იახტკლუბში ამ დროისთვის სპეცოპერაცია მიმდინარეობს, - ამის შესახებ "გურია ნიუსი" იტყობინება. გამოცემის ინფორმაციით, შინაგანი უწყების თანამშრომლები ბათუმის სამაშველო სამსახურის თანამშრომელთა ნაწილს აკავებს.
საპატრულო პოლიციის თანამრომელმა, რომელიც 1994 წელს დაბადებულმა ნიკა ბ.-მ გუშინ დანით ყელსა და მუცელში დაჭრა, თავად მოახერხა თავდამსხმელის შეჩერება, რის შემდეგაც ის დააკავეს.
მეტრო "ახმეტელის თეატრის" შესასვლელთან პატრულ-პოლიციელი დაჭრეს, - ინფორმაციას "პირველი რადიო" ავრცელებს, შსს-ს პრესსამსახური კი ფაქტს ადასტურებს და ამატებს, რომ ეჭვმიტანილი დაკავებულია.
12 წლის ბიჭი გარდაიცვალა დღეს ვარკეთილში დატრიალებული ტრაგედიის შედეგად. არასრულწლოვანს, რომელიც მამას ავტომობილის შეკეთებაში ეხმარებოდა, ე.წ. დომკრატით აწეული მანქანა დაეცა.
დღეს, დაახლოებით 21 საათზე, ბათუმში გორგილაძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის გვერდით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დანით ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში პროკურატურა ცდილობდა, გიგი უგულავას გათავისუფლების შესახებ დანიშნული პროცესი გადაედო და მიზეზად სათადარიგო მოსამართლეს ასახელებდა. პროცესს სათადარიგო მოსამართლე წარმართავს, რადგან ძირითადი მოსამართლე საქართველოში არ იმყოფება.