
12 წლის ბიჭი გარდაიცვალა დღეს ვარკეთილში დატრიალებული ტრაგედიის შედეგად. არასრულწლოვანს, რომელიც მამას ავტომობილის შეკეთებაში ეხმარებოდა, ე.წ. დომკრატით აწეული მანქანა დაეცა.
მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება შს სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო. აღნიშნული მუხლი გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.