-
2015-09-21 00:58
მეტრო "ახმეტელის თეატრის" შესასვლელთან პატრულ-პოლიციელი დაჭრეს, - ინფორმაციას "პირველი რადიო" ავრცელებს, შსს-ს პრესსამსახური კი ფაქტს ადასტურებს და ამატებს, რომ ეჭვმიტანილი დაკავებულია.
"პირველი რადიოს" ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის თანამშრომელს, რომელიც მეტროს შესასვლელთან ქალს ესაუბრებოდა, ზურგიდან უცნობი პირი მიეპარა და ზურგსა და ყელში დანა ჩაარტყა, რის შემდეგაც მიმალვა სცადა. პოლიციელი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავდასხმის მოტივი ამ დრომდე უცნობია.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-12-20 00:32
-
2016-12-19 22:06
-
2016-12-19 21:32
-
2016-12-19 11:29