სამეზობლო დავა მსხვერპლით დასრულდა ლაგოდეხის რაიონის სოფელ ლელიანში - მოკლულია 70 წლის მამაკაცი, კიდევ ორი პირი კი დაიჭრა.
როგორც „რენ ტვ“-ს ჟურნალისტმა ჩართვის დროს აღნიშნა, მოსკოვის დანილოვსკის ძველი მონასტრის კედლებს ბევრი რამ გადაუტანია, მაგრამ ისეთი სროლის მოწმე არასდროს ყოფილა, რაც იქ ოთხშაბათს ისმოდა.
„მარატ სუხუმსკი“, „ირაკლი სუხუმსკი“ და „თეკო ტბილისსკი“ მოსკოვში პოლიციამ დააკავა. მათ ბრალი მოქალაქეთა ბინების ორგანიზებული ქურდობისთვის წაუყენეს, ამავე დროს, ერთერთ დაკავებულს პირადი ჩხრეკისას დიდი რაოდენობით ჰეროინი უპოვეს.
გორში თეატრალურ ფესტივალზე მესხეთიდან ჩამოსულ სტუმრებს წარმოდგენის დასრულების შემდეგ მანქანა გაზარცვული დახვდათ: უცნობმა პირებმა აკუმულატორი მოიპარეს.
გორში ტაქსის მძღოლი დააკავეს, რომელმაც 12 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება ედება ბრალად. ტაქსის მძღოლის დაკავების ფაქტს შსს ადასტურებს.
მოსკოვის გამზირზე ერთმა მამაკაცმა სამი პირი დაჭრა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილზე საპატრულო და სასწრაფო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული.
ე.წ. კანონიერი ქურდი „თენგო ოჩამჩირსკი“, იგივე თენგიზ კორსაგია მოსკოვში, „ლუკოილის“ ერთერთ ბენზინგასამაღთ სადგურზე იმ დღეს ნაყიდ უცხოური მარკის ავტომანქანაში აიყვანეს.
დისტრიბუტორი გაძარცვეს ზუგდიდის ცენტრში იმ დროს, როცა ის საკუთარ ბინაში შესვლას აპირებდა: ახალგაზრდა მამაკაცს თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს, რის შემდეგაც მან გონება დაკარგა, ხოლო მძარცველებმა 4.000 ლარამდე გაიტაცეს.
დიდ დიღომში ცნობილი გინეკოლოგი ლევან მაყაშვილი დაჭრეს. შემთხვევა გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე მოხდა. უცნობი პირები მაყაშვილს თავს საკუთარ საცხოვრებელ სახლში დაესხნენ.
გეგუთის ციხის ყოფილი უფროსი მალხაზ სინაურიძე, "რუსთავი 2-თან" საუბრისას სკანდალურ განცხადებას აკეთებს. სინაურიძე ეკა ბესელიასა და ლაშა ნაცვლიშვილს ადანაშაულებს.