პროკურატურა პროცესის ჩაშლას ცდილობდა, პროცესს მერაბიშვილიც ესწრება, ეზოში მცირე ინციდენტი მოხდა

Image

თბილისის საქალაქო სასამართლოში პროკურატურა ცდილობდა, გიგი უგულავას გათავისუფლების შესახებ დანიშნული პროცესი გადაედო და მიზეზად სათადარიგო მოსამართლეს ასახელებდა. პროცესს სათადარიგო მოსამართლე წარმართავს, რადგან ძირითადი მოსამართლე საქართველოში არ იმყოფება.

 

პროკურატურის განცხადებით, სათადარიგო მოსამართლე არაა უფლებამოსილი, პროცესი ჩაატაროს, ხოლო გადაწყვეტილება ვერ იქნება კანონიერი. პროკურატურის წარმომადგენლებმა მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენეს, რომელიც სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

 

სასამართლო პროცესს ესწრება საქართველოს ყოფილი შსმ მინისტრი ვანო მერაბიშვილიც, რადგან საქმე ეხება ერთ საკითხს, რაშიც უგულავასთან ერთად, მერაბიშვილიც ფიგურირებს. ვანო მერაბიშვილმა უკვე მიმართა პროკურატურას: "მე მინდა მივმართო პროკურატურას: რაც უფრო მალე შეგუებიან იმ ფაქტს, რომ მათ ძალმომრეობას და აღვირახსნილობას დაესვა წერტილი, კარგი იქნება ჩვენი ქვეყნისთივის".

 

რამდენიმე წუთის წინ მცირე ინციდენტი მოხდა სასამართლოს ეზოში, სადაც გიგი უგულავას მხარდამჭერები იმყოფებიან. "თავისუფალი ზონის" წევრები სოციალურ ქსელში წერენ, რომ სამართალდამცველებმა, კერძოდ, სუსელებმა ეზოში "ტიტუშკები" შემოიყვანეს, ხოლო მცირე ინციდენტის შემდეგ მანქანებით გაიყვანეს ისინი ეზოდან.

 

სასამართლო პროცესი, სადაც გიგი უგულავას გათავისუფლების შესახებ მსჯელობენ, ამ დრომდე მიმდინარეობს. 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !