ბათუმის იახტკლუბში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

Image

ბათუმის იახტკლუბში ამ დროისთვის სპეცოპერაცია მიმდინარეობს, - ამის შესახებ "გურია ნიუსი" იტყობინება. გამოცემის ინფორმაციით, შინაგანი უწყების თანამშრომლები ბათუმის სამაშველო სამსახურის თანამშრომელთა ნაწილს აკავებს.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს დაქვემდებარებაში მყოფ, ბათუმის წყალზე სამაშველო სამსახურის თანამშრომელთა დაკავებას ახორციელებს.

 

გამოცემა წერს, რომ დააკავეს სამსახურის უფროსი ირაკლი ძინძიბაძე და ის აჭარის შინაგან საქმეთა სამმართველოში გადაიყვანეს.

 

გენერალური ინსპექციის წარმომადგენლები ამ წუთებში სამაშველო სამსახურის სხვა თანამშრომლების დაკითხვას აწარმოებენ და ტერიტორიაზე არავის უშვებენ.

 

წინასწარი ინფორმაციით, ძინძიბაძეს ბრალი იახტებიდან და სხვადასხვა მცურავი საშუალებებიდან დიდი რაოდენობით საწვავის მითვისებაში ედება. თუმცა, აღნიშნულ ინფორმაციას ჯერჯერობით უწყებაში არ ადასტურებენ.

 

აღსანიშნავია, რომ ძინძიბაძე საჩხერის რაიონის სოფელ ჭირვილადანაა. იგი ბიძინა ივანიშვილის ძმის, ადიკო ივანიშვილის ფავორიტად ითვლებოდა და გასართობ ცენტრ "ციცინათელადან" წყალზე სამაშველო სამსახურის უფროსად რამდენიმე თვის წინ გადმოიყვანეს.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !