სამართალი

ქობულეთში, ბარ "ტროპიკანკასთან" 29 წლის მამაკაცი მოკლეს

29 წლის ტურისტი ქობულეთში, ბარ "ტროპიკანკასთან" გულმკერდში ცივი იარაღით დაჭრეს - ახალგაზრდა საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. მკვლელობაში ეჭვმიტანილი პოლიციამ მიმალვის მცდელობის დროს დააკავა. 

>>>

ძაძამია თავისუფალია, ხარშილაძე 24 დეკემბერს გათავისუფლდება

დღეს ნაფიცმა მსაჯულებმა კობა ხარშილაძესა და მიხეილ ძაძამიას გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს, ხოლო მოსამართლეს შემამსუბუქებელი განაჩენის გამოტანის გადაწყვეტილება მისცეს.

>>>

როგორ გამოიყურება გალი-ოჩამჩირის სარკინიგზო მონაკვეთი (ვიდეო)

ინტერნეტსივრცეში ვრცელდება რუსი ბლოგერების მიერ გადაღებული ვიდეო, სადაც ასახულია, როგორ გამოიყურება ამ ეტაპზე გალი-ოჩამჩირის სარკინიგზო მონაკვეთი, რომლის აღდგენაზეც მუშაობა რუსულმა და აფხაზურმა მხარეებმა ერთობლივად დაიწყეს. 

>>>

ქიბარ ხალვაშის ადვოკატი: "დღემდე ათასობით ადამიანი ცხოვრობს დაყადაღებულ სახლებში..." (ვიდეო)

ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია მიიჩნევს, რომ "რუსთავი-2"-ის ქონების დაყადაღებაში უსამართლო არაფერია, რადგან ამით კომპანიას მაუწყებლობის პრობლემა არ ექმნება.

>>>

ირაკლი ფირცხალავა გლდანის ციხეში პატიმრების კორპუსის წინ გაატარეს და მათგან წამოსული გინება მოასმენინეს

კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი ირაკლი ფირცხალავა გლდანის ციხეში პატიმართა კორპუსის წინ გაატარეს და სხვადასხვა კრიმინალური დანაშაულისთვის მსჯავრდებულთა მხრიდან წამოსული გინება და უცენზურო სიტყვები მოასმენინეს. 

>>>

სათვალთვალო კამერები, "ვიტამინის" დუმილი და ორი ექიმის განსხვავებული დასკვნები დაზიანებებზე (ვიდეო)

კუს ტბაზე მომხდარი ინციდენტი, სავარაუდოდ, ცხრა სათვალთავლო კამერამ გადაიღო. კუს ტბის ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ ინციდენტი ნამდვილად მოხდა და ის გადაღებულია. 

>>>

რა დაზიანებები ეტყობა "ვიტამინის" მენეჯერს? (ვიდეო)

კლუბ "ვიტამინის" მენეჯერმა ლიკა კიკიანმა დღეს მედიას ის დაზიანებები გადააღებინა, რომლებიც, მისი თქმით, პოლიციელების მხრიდან ცემის შედეგად მიიღო. 

>>>

გალში 59 წლის "კანონიერი ქურდი" დააკავეს (ვიდეო)

ე. წ. კანონიერი ქურდი მურმან ლემონჯავა დააკავეს გალში მაშინ, როცა მან მილიციის თანამშრომლებს 6.000 რუბლი ქრთამის სახით გადასცა.

>>>

თავდასხმა ექიმებზე: სასწრაფოს ბრიგადა მანქანაში ჩაიკეტა და დახმარება რაციით ითხოვა

თბილისში, ვაშლიჯვარში გამოძახებული სასწრაფო დახმარების ბრიგადა ახალგაზრდა მამაკაცის მხრიდან დანით მუქარის ობიექტი გახდა, რის შემდეგაც ექიმები მანქანაში შეიკეტნენ და დახმარება რაციით ითხოვეს. ახალგაზრდასთან ერთად, ექიმებს მამამისიც ემუქრებოდა.

>>>

წერონისის ქუჩაზე ბოძს შეჯახებული მანქანის მძღოლი ადგილობრივებმა საპატრულო ეკიპაჟს დაუმალეს

მძღოლი, რომელმაც საჭის დამორჩილება ვერ შესძლო და წერონისის ქუჩაზე ბოძს დაეჯახა, რის შემდეგაც სხეულის დაზიანება მიიღო, ადგილობრივმა მამაკაცებმა სასწრაფო დახმარების ბრიგადას და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებს დაუმალეს. 

>>>

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !