თელავში მომხდარი, ყოფილი პოლიციელის მკვლელობის დეტალები (ვიდეო)

Image

თელავში, ბახტრიონის ქუჩაზე, საკუთარ სახლთან მოკლული ყოფილი პოლიციელი ბექა აბულაძე საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა - მას კალაშნიკოვის სისტემის ავტომატის რამდენიმე ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. უცნობმა ბექა ა.-ძე ეზოდან გამოსვლისთანავე დაცხრილა და მიიმალა.

 

მოკლულის მეზობლები ამბობენ, რომ სროლის ხმაზე ქუჩაში გამოვიდნენ და ჭიშკართან მიწაზე დაცემული ბექა ა.-ძე იპოვეს, მანამდე კი ავტომატის ჯერისა და საბურავების ღრჭიალის ხმა გაიგეს, რაც იმას ნიშნავს, რომ თავდამსხმელი მანქანით იყო და ადგილიდან სწრაფად დაძვრის შემდეგ მიიმალა. საბურავების კვალი ასფალტს ეტყობა. 

 

თვითმხილველთა თქმით, მკვლელი ჩასაფრებული იყო და ყოფილი პოლიციელის შინ დაბრუნებას ელოდებოდა, ან მას უკან მიჰყვებოდა: როცა ბექა ა.-ძე ეზოში შევიდა, ჭიშკართან გაჩერებული მანქანიდან გადმოსულმა პირმა მას დაუძახა. ბექა ა._ზე შემობრუნდა და ჭიშკართან მივიდა, ხოლო ქუჩაში გასვლისთანავე უცნობმა თავდამსხმელმა ავტომატის ჯერი მასზე მიუშვა. 

 

არ გამორიცხავენ, რომ მკვლელობა ყოფილი პოლიციელის სამსახურებრივ წარსულს უკავშირდება და შურისძიების ნიადაგზეა ჩადენილი, თუმცა, კონკრეტული დეტალები ამ თემაზე არ დასახელებულა. იმის მიუხედავად, რომ მკვლელობის შემდეგ თელავში პოლიციამ გასასვლელები გადაკეტა და პატრულირება დაიწყო, დანაშაულში ეჭვმიტანილის ცხელ კვალზე დევნამ შედეგი ვერ გამოიღო - ამ დრომდე მკვლელობისთვის არავინაა დაკავებული. 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !