მეტროს სადგურთან დაჭრილმა პოლიციელმა თავდამსხმელი თავად დააკავა

Image

საპატრულო პოლიციის თანამრომელმა, რომელიც 1994 წელს დაბადებულმა ნიკა ბ.-მ გუშინ დანით ყელსა და მუცელში დაჭრა, თავად მოახერხა თავდამსხმელის შეჩერება, რის შემდეგაც ის დააკავეს. 

 

პოლიციელს გადაუდებელი ოპერაციები ღამით ჩაუტარდა, თუმცა, მისი მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულია. შსს-ს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული ნიკა  ბ. პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ნიკა ბ-მ მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ ფოიეში საპატრულო პოლიციის თანამშრომელ ირაკლი ს-ს, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და მიმალვა სცადა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლის - ირაკლი ს-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა.

 

 

დაჭრილი პოლიციელი შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა საავადმყოფოში მოინახულა. 

 

ქირურგიის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლის თეა გამეზარდაშვილი განცხადებით, დიდი რაოდენობის სისხლის დაკარგვის გამო მდგომარეობა იყო უკიდურესად მძიმე, ჩაუტარდა სასწრაფო, გადაუდებელი ოპერაცია. მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება.

 

„აღენიშნებოდა მრავლობითი ჭრილობები, დიდი სისხლის დანაკარგი, რის გამოც, მისი მდგომარეობა იყო უკიდურესად მძიმე. სასწრაფოდ ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია, ოპერაციის შედეგად მოხერხდა იმ მაგისტრალური სისხლძარღვებისა და კუნთოვანი ქსოვილის აღდგენა, რაც დაზიანებული ჰქონდა ავადმყოფს. 

 

ამჟამად მისი მდგომარეობა რჩება კვლავ ძალიან მძიმე, იმყოფება რეანიმაციის განყოფილებაში და გრძელდება მისი მკურნალობა“,-განაცხადა გამეზარდაშვილმა.

 

გამოძიება პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე თავდასხმის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით).

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !