
ნიკოლაევსკში ადგილობრივმა სამართალდამცველებმა 49 წლის ეთნიკურად ქართველი „კანონიერი ქურდი“ გელა ჯოჯუა, იგივე „გელა ტბილისსკი“ დააკავეს.
როგორც უკრაინული პრესა იუწყება, ჯოჯუა ნიკოლაევსკში ადგილობრივ კრიმინალებთან შესახვედრად იყო ჩასული, რათა ბიზნესმენებზე ზეწოლა ერთობლივად მოეხდინათ, თუმცა, არ დასცალდა.
უკრაინის შსს-ს ინფორმაციით, „გელა ტბილისსკი“ დაკავების შემდეგ სამშობლოში, საქართველოში გააგზავნეს, თუმცა, თბილისში მისი გამოჩენისა და დაკავების შესახებ საქართველოს შსს-ს ცნობა არ გაუვრცელებია.