საკონსტიტუციო სასამართლო ახალ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ მოსამართლე მერაბ ტურავამ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ხელი არც კლინიკა "მედინაში" მოაწერა, სადაც მას სასამართლო სრული შემადგენლობით შეხვდა.
13 სექტემბერს რუსეთის სპეცსამსახურებმა ყირიმში დააკავეს საერთაშორისო ძებნილი, საქართველოს მოქალაქე, სენაკელი ე.წ. კანონიერი ქურდი ილია სიმონია, იგივე "მახო". ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება.
უკანა ფშავში ორი მწყემსი მოკლული იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ მამაკაცს ჭროლბა ცეცხლსასროლი იარაღით თავში, მეორეს კი გულ-მკერდის არეში აღენიშნება. ადგილობრივების განცხადებით, გატაცებულია ცხვრის ნაწილიც.
საქართველოს მთავრი პროკურატურა კახა (მამულიჩა) მამულაშვილის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ოქროყანაში მომხდარი მკვლელობის საქმე შემდგომი გამოძიებისთვის პროკურატურას გადაეცა. ქ. თბილისის მთავარ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
ოქროყანაში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის შესახებ ამ დრომდე არ გავრცელებულა შსს-ს ოფიციალური ინფორმაცია, თუმცა, უწყება ადასტურებს, რომ ერთი ადამიანი მოკლული, ერთი კი დაჭრილია, ხოლო სისხლის სამართლის საქმე განძრახ მკვლელობის, 108-ე მუხლითაა აღძრული.
"აფხაზეთის ხმის" მიერ ექსკლუზიურად გავრცელებულ ინფორმაციას ოქროყანასთან მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის სესახებ შსს-ში ადასტურებენ. როგორც "აფხაზეთის ხმას" შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, ერთი ადამიანი მოკლულია, ერთი კი დაჭრილი, თუმცა, უწყება არაფერს ამბობს მათი ვინაობის შესახებ.
„აფხაზეთის ხმისთვის“ ამ წუთებში ცნობილი გახდა, რომ ოქროყანაში მომხდარი დაპირისპირების შედეგად ერთი ადამიანი მოკლეს, ერთი კი მძიმედ დაიჭრა. დაჭრილს ამ წუთებში ოპერაცია უტარდება.
თბილისში, კანდელაკის ქუჩაზე გუშინ 30 წლის მამაკაცს სამი ტყვია ესროლეს, ის გულმკერდში დაიჭრა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, თავდამსხმელი კი მიიმალა. ამის შესახებ "რუსთავი-2" ავრცელებს ინფორმაციას.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლესუბანში ცოლმა ქმარი დაჭრა. შემთხვევა გუშინ მოხდა. 65 წლის მამაკაცს ჭრილობა ცოლმა ურთიერთშელაპარაკების დროს დანით მიაყენა.