
ტვ "საქართველოს ხმის" დამფუძნებლისა და პრეზიდენტის, პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელობაში ბრალდებული ბიძინა კუჭავას თვითმკვლელობას გამორიცხავენ მისი ოჯახის წევრები.
კუჭავას მეუღლე ამბობს, რომ ქირიას ოჯახთან გარდაცვლილს ახლო ნათესაური დამოკიდებულება ჰქონდა, მათ შორის კი კონფლიქტი არ არსებობდა. მარინა ნიკოლოზაშვილი მეუღლის თვითმკვლელობას გამორიცხავს.
ოჯახის სხვა წევრი ამბობს, რომ გარდაცვლილ კუჭავას ექსპერტიზა ჩაუტარდა და სხეულზე დაზიანებები აღენიშნება. იმის თაობაზე, თუ რა სახისაა ეს დაზიანებები, კუჭავას ოჯახის წევრები არ ლაპარაკობენ და მედიას ურჩევენ, ექსპერტის დასკვნას დაელოდონ. ამ დროისთვის ისინი ცალსახად მხოლოდ იმას ამბობენ, რომ გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ. ამასთან, კუჭავას ოჯახის წევრები გამორიცხავენ გარდაცვლილის კავშირს სხვა გახმაურებულ საქმეებთან.