კიშინიოვში ე.წ. კანონიერი ქურდი "ლავასოღლი ბატუმსკი" დააკავეს

Image

მოლდოვის დედაქალაქში ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია გორაძე, იგივე "ლავასოღლი ბატუმსკი" დააკავეს. სამართალდამცველებმა მისთვის 30 დღიიანი პატიმრობა მოითხოვეს, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, საქართველოში გამოამგზავრებენ.

 

წინასწარი ინფორმაციით, მინდია გორაძეს საქართველოს მოქალაქის პასპორტი ჰქონდა. დაკავების მომენტისთვის გორაძის მიმართ მოქმედებდა მოლდოვაში შესვლის აკრძალვა 5 წლის ვადით. 

 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა გორაძე უცხო ქვეყანაში დააკავეს. ის 2014 წლის ნოემბერშიც იყო დაკავებული და კიევიდან საქართველოში იძულებით გადააგზავნეს, თუმცა, თბილისის აეროპორტში ის არ დაუკავებიათ - ერთერთი ვერსიით, თვითმფრინავის ტრაპთან კრიმინალურ ავტორიტეტს ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები დახვდნენ და ის ქვეყნიდან გააპარეს.

 

სწორედ ეს საკითხი იყო მთავარი თემა ეკა კვესიტაძის ერთერთ გადაცემაში "განსხვვებული აქცენტები", რის შემდეგაც, გადაცემის წამყვანმა განაცხადა, რომ ტელეფონზე უცნობმა მამაკაცმა დაურეკა, "ლავასოღლიდ" გაეცნო და დაემუქრა.  

 

ენმ-ს ერთერთი ლიდერი გივი თარგამაძე, რომელმაც მაშინ არაერთი განცხადება გააკეთა მინდია გორაძის შესახებ, ახლადდანიშნულ პრემიერმინისტრს მიმართავს და მოუწოდებს, საკითხი პირად კონტროლზე აიყვანოს.

 

აი, უკვე მერამდენედ მივმართავ შსს-ს, მინისტრ გიორგი მღებრიშვილს, ახლადდანიშნულ პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, რომელმაც პარლამენტის ტრიბუნიდან მითხრა, რომ გააკონტროლებს ვითარებას სამართალდამცავ ორგანოებში: გუშინ მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში დააკავეს კანონიერი ქურდი ლავას ოღლი, იგივე მინდია გორაძე. დაკავების დამადასტურებელი ოპერატიული ვიდეომასალა ქვემოდაა მოყვანილი, რაც ადასტურებს, რომ ეს ადამიანი ნამდვილია და შეუძლებელია, ფერიასავით აორთქლდეს.

 

 

 

დაკავების მომენტისთვის, გამომდინარე წინა დაკავება-დეპორტაციიდან, გორაძეს 5 წლის განმავლობაში ეკრძალებოდა მილდოვაში შესვლა. იგი განათავსეს იზოლიატორში, სადაც 30 დღის ვადაში უნდა მომზადდეს საბუთები მისი საქართველოში დეპორტაციისთვის. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში მოქმედებს მისი შექმნილი დანაშაულებრივი დაჯგუფება, რომლის წევრმაც სხვა დანაშაულებთან ერთად განახორციელა კრიმინალური პოლიციის 20 წლის თანამშრომლის თარაშ მუკბანიანის მკვლელობა, ასევე, ამ კონკრეტული დაკავების დროს, ისევე, როგორც ყველა წინა დაკავებისას, გორაძე ადასტურებს, რომ ის კანონიერი ქურდია, მის წინააღმდეგ უნდა იყოს აღძრული სისხლის სამართლის საქმე. თუ ეს აქამდე არ გაკეთებულა, სამართალდამცავებს აქვთ დრო ამის გასაკეთებლად.

 

შესაბამისად, თბილისის აეროპორტში შემოსვლისთანავე გორაძე უნდა იქნას დაპატიმრებული. ჩანაწერიდან ჩანს, რომ მოლდოვაში ის იმყოფება ქართული პასპორტით. თუ დაპატიმრება კიდევ ერთხელ არ შედგება და გორაძეს კვლავ გააცილებენ თურქეთში, ეს იქნება კიდევ ერთი ნათელი მტკიცებულწბა სამათალდამცავთა ხელმძღვანელობის დანაშაულებრივ სამყაროსთან თანამშრომლობის და ქართული სახელმწიფოს დეგრადაციისა. ბატონო კვირიკაშვილო, გააკონტროლეთ ეს სიტუაცია, ნუ დაიწყებთ პრემიერმინისტრობას მსგავსი დანაშაულით", - წერს დეპუტატი.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                          

 

 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !