
14 იანვარს, გვიან ღამით, ფოთში, რაიონული პროკურორის ალექსანდრე გოგუაძის ავტომანქანას მაშინ ესროლეს, როცა პროკურორი აკაკის ქუჩაზე გადაადგილდებოდა. უცნობმა პირმა მანქანის მისამართით, სავარაუდოდ, ოთხჯერ გაისროლა. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა.
ავტომანქანას ტყვიები მძღოლის მხარეს მოხვდა და საქარე მინა ჩაამსხვრია. თავად გოგუაძე ფაქტზე კომენტარს არ აკეთებს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. თავდასხმაში ეჭვმიტანილი, ჯერჯერობით, დაკავებული არ არის.