საზოგადოება

13 ივნისის წყალდიდობა: ქრონიკა და შედეგები

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, მინიმუმ, ოთხი ადამიანი დაიღუპა 13 ივნისს, ღამის საათებში თბილისში დაწყებული წყალდიდობის შედეგად. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა იყო ვერის დასახლებაში, ვაკე-საბურთალოს ახალი გზის გასწვრივ მდებარე ტერიტორიაზე.

>>>

წყნეთი-ბეთანიის გზაზე ჩამოწოლილ მეწყერში მანქანები მოჰყვა

გადაუღებელი წვიმის გამო წყნეთი-ბეთანიის გზაზე მეწყერი ჩამოწვა, მიწის მასის ქვეშ მანქანებია მოყოლილი. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცლებულა.  

>>>

თბილისის მერი: ვადასტურებ, რომ ზოოპარკიდან ცხოველები გაიქცნენ, მოგიწოდებთ სიფრთხილისკენ

„ვადასტურებ, რომ თბილისის ზოოპარკიდან ცხოველები გაიქცნენ, ჩემმა მოადგილემ თვითონ ნახა ზოოპარკიდან გაქცეული ცხოველები და მოვუწოდებ მოსახლეობას, ფრთხილად იყვნენ, სანამ მიიღებენ შესაბამის ინსტრუქციებს“, - 

>>>

სტიქია თბილისში: თვითმხილველთა ფოტო-ვიდეომასალა, ოფიციოზი (განახლებადი)

ამ დროისთვის (1:42) არსებული ინფორმაციით, თბილისში ყველაზე რთული ვითარებაა ვერეს დასახლებაში, სადაც რამდენიმესართულიანი კერძო სახლები ადიდებულმა მდინარე ვერემ წაიღო. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით არ გავრცელებულა. თვითმხილველები წერენ, რომ მდინარემ ოთხი სახლი წაიღო, ისმოდა სახლების მტვრევისა და კივილის ხმები. 

>>>

მდინარე ვერემ რამდენიმე საცხოვრებელი სახლი წაიღო (განახლებადი)

ადიდებულმა მდინარე ვერემ ვაკე-საბურთალოს გადასასვლელ გზასთან ახლოს რამდენიმე საცხოვრებელი სახლი წაიღო. დაახლოებით ერთი საათის წინ და ახლახან გამოქვეყნებულ ფოტოებზე, სადაც ერთი და იგივე ადგილია აღბეჭდილი, სამი სახლი არ ჩანს. ამ ადგილას კერძო სახლები მდებარეობს. 

>>>

თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი ისევ დაიტბორა - ცხოველები მდინარეს მიაქვს

ადიდებულმა მდინარე ვერემ ისევ დატბორა თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი. ადმინისტრაციამ წყალდიდობის დაწყებისთანავე ცხოველები გალიებიდან გაუშვა, თუმცა, მდინარემ თავშესაფრის კედელი გაარღვია, ხოლო წყლის ნაკადი თითქმის ოფისამდე ავიდა. 

>>>

გენერალი სკიპალსკი: „კიდევ 50 სააკაშვილი გვჭირდება უკრაინის მასშტაბით...“

„გაცხადებული მიზნით იმის შესახებ, რომ ოდესაში კორუფცია დაამარცხოს, მიხეილ სააკაშვილი დანაღმულ ველზე გავიდა“, - ამის შესახებ „ობოზრევატელს“ უკრაინის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის ყოფილმა მოადგილემ, გენერალმა ალექსანდრე სკიპალსკიმ განუცხადა. 

>>>

მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო საწარმოთა მართვის საზოგადოებრივი საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს

ოდესის ოლქის ხელმძღვანელი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის სახელმწიფო საწარმოთა მართვის საზოგადოებრივოი საბჭოს ხელმძღვანელად აირჩიეს. მისი თქმით, ინიციატივა უკრაინის ეკონომიკის მინისტრს ეკუთვნის. 

>>>

წლევანდელი საატესტატო გამოცდები: მოსწავლეთა პრეტენზია და გამოცდების ცენტრის პასუხი

წლევანდელი საატესტატო გამოცდების მიმართ პრეტენზიებს გამოთქვამენ მოსწავლეები. მათი ნაწილი ამტკიცებს, რომ ტესტები გართულებული იყო, ნაწილი კი ტექნიკურ მიზეზებზე საუბრობს. პრეტენზიებს უსაფუძვლოს უწოდებენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში. 

>>>

შეიხა მოზასა და მისი თანმხლები კანონდამრღვევების გასაიდუმლოებული ვიზიტი თბილისში (+ფოტო)

ყატარის შეიხის ჰამად ბენ ხალიფა-ალ-ტანის სამი ცოლიდან მეორე, უმდიდრესი და მთელ არაბულ სამყაროში პოპულარული შეიხა მოზა თბილისში იმყოფებოდა. საქართველოს დედაქალაქში ის ერევნიდან ჩამოვიდა. ვიზიტი კერძო იყო და გასაიდუმლოვდა.

>>>

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?