
წლევანდელი საატესტატო გამოცდების მიმართ პრეტენზიებს გამოთქვამენ მოსწავლეები. მათი ნაწილი ამტკიცებს, რომ ტესტები გართულებული იყო, ნაწილი კი ტექნიკურ მიზეზებზე საუბრობს. პრეტენზიებს უსაფუძვლოს უწოდებენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
"კურიერთან" საუბარში ერთი მოსწავლე ამბობს, რომ მათემატიკის გამოცდების ტესტი გართულებული იყო, მეორის თქმით კი, ტექნიკურმა პრობლემამ გამოცდის ჩაბარებაში ხელი შეუშალა - მისი თქმით, კომპიუტერი სამჯერ გაითიშა. მოსწავლეთა ნაწილი გამომცდელების მხრიდან უხეშ მოპყრობაზეც საუბრობს.
მოსწავლეთა პრეტენზიებს უსაფუძვლოს უწოდებენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში, სადაც ამბობენ, რომ ჩაჭრილი მოსწავლეების რაოდენობა წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად არ გაზრდილა. არაოფიციალური ინფორმაციით, მარტო აჭარაში 950-ზე მეტი მოსწავლე ჩაიჭრა და ისინი უატესტატოდ დარჩნენ.
კანონის მიხედვით ჩაჭრილ ახალგაზრდებზე სახელმწიფო ვალდებულებას იხსნის და მზრუნველოვბას წყვეტს. მათ გამოცდების ხელახლა ჩასაბარებლად ერთი წლის ვადა ეძლევათ.
"კურიერის" მიხედვით