-
2015-06-14 02:31
„ვადასტურებ, რომ თბილისის ზოოპარკიდან ცხოველები გაიქცნენ, ჩემმა მოადგილემ თვითონ ნახა ზოოპარკიდან გაქცეული ცხოველები და მოვუწოდებ მოსახლეობას, ფრთხილად იყვნენ, სანამ მიიღებენ შესაბამის ინსტრუქციებს“, -
ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ „კურიერის“ სპეცგამოშვებაში განაცხადა, რომელიც ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
დავით ნარმანიას თქმით, რამდენიმე დაშავებული იაშვილის კლინიკასა და სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებაშია გადაყვანილი, მისი თქმით, არა აქვს დაზუსტებული ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ, მაგრამ მისივე თქმით, რაც საკუთარი თვალით აქვს ნანახი, ორი ადამიანი წაიღო მდინარემ და ისინი არ ჩანან: „ერთი მოქალაქეა, მეორე კი ჩვენი თანამშრომელი, რომელიც საშველად შევიდა, მაგრამ აქეთ მხარეს არ გამოსულან“, - განაცხადა თბილისის მერმა.