ორი ადამიანი, რომლებიც სტიქიის შემოტევის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა 24 კაციან სიაში იყო შეტანილი, სახლში უვნებლად დაბრუნდა და ამის შესახებ საგანგებო შტაბი საქმის კურსში ჩააყენა.
თბილისში, წყნეთის ქუჩაზე, ერთერთ საცხოვრებელ კორპუსში მოსახლეობის ევაკუაცია გამოცხადდა. ადგილობრივ მცხოვრებლებთან მივიდნენ გამგეობის წარმომადგენლები და გააფრთხილეს, რომ საცხოვრებელი ბინები დროებით უნდა დაეტოვებინათ.
13 ივნისს, სტიქიის შემოტევის დროს დაღუპულთა შორისაა ნუგზარ ბუაძე, რომელიც წყლის ნაკადმა მაშინ გაიტაცა, როცა გმირთა მოედანზე მანაქანაში ჩარჩენილი მამაკაცის გამოყვანას ცდილობდა.
მელიქიშვილის ქუჩაზე გზის ჩანგრევის შესახებ შემთხვევის ადგილზე გადაღებული კადრები თვითმხილველმა სერგი ბერძენიშვილმა "ფეისბუქზე" გაავრცელა. ამ დროისთვის გზის დაზიანებულ მონაკვეთთან მოძრაობა გადაკეტილია და საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.
მაშველებმა 25 წლის ზუგდიდელი გოგონას მარიამ ქუთელიას ცხედარი იპოვეს და პროზექტურაში გადაასვენეს. მარიამ ქუთელია ივლიტა ჯიბუტთან ერთად მდინარე ვერემ მაშინ გაიტაცა, როცა ჯიბუტის მეუღლე გოგონების გადარჩენას უშედეგოდ ცდილობდა.
ინდირა ზარანდია ერთერთია მათგან, ვინც 13 ივნისის წყალდიდობას ემსხვერპლა. მასთან ერთად დაიღუპა მისი და - ლიზი ზარანდია. ინდირა 22, ლიზა კი 25 წლისანი იყვნენ.
"აქცენტის" ინფორმაციით, უკვე დაუკავშირდნენ თბილისში დაკარგული დების - ინდირა და ლიზა ზარანდიების ოჯახს და დაუდასტურეს, რომ ორივე დის ცხედარი ნაპოვნია. დების ცხედართა იდენტიფიცირება თბილისში მყოფმა ოჯახის წევრმა მოახდინა, რის შემდეგაც ტრაგედიის შესახებ ოჯახის დანაღცენ წევრებს შეატყობინა.
Gurdzhy Geo "იუთუბზე' ავრცელებს ვიდეოს, სადაც სტიქიის შემოტევის შემდეგ არსებული სურათი ვერტმფრენიდან გადაღებულ კადრებშია ასახული.
კომპანია " საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" თითოეული წარმომადგენელი აცნობიერებს, რომ ის რაც გუშინ მოხდა თბილისში არის ყოველი ჩვენთაგანის ტრაგედია.
საზოგადოება “მოქალაქე” თბილისში მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია: