-
2015-06-10 23:17
ოდესის ოლქის ხელმძღვანელი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის სახელმწიფო საწარმოთა მართვის საზოგადოებრივოი საბჭოს ხელმძღვანელად აირჩიეს. მისი თქმით, ინიციატივა უკრაინის ეკონომიკის მინისტრს ეკუთვნის.
ამ გადაწყვეტილების კომენტირებისას სააკაშვილმა განაცხადა, რომ საბჭოს შექმნა ბრძნული გადაწყვეტილებაა, რათა სახელმწიფო ქონების გაფლანგვა აღიკვეთოს. მისივე თქმით, პრივატიზაცია აუცილებელია და ის უნდა ცატარდეს, მაგრამ მანამდე სათანადოდ და ზუსტად უნდა გაიწეროს თითოეული ობიექტის რეალური ღირებულება.
„ყველაფერი გამჭვირვალე უნდა იყოს, რათა თავიდან ავიცილოთ ის, რაც რუსეტში მოხდა, როცა დიდი პრივატიზაცია დიდ ძარცვად იქცა“, -დაამატა მიხეილ სააკაშვილმა.