Unlimited Summit — ადგილი, სადაც საქართველოს მომავალი სამუშაო ძალა იქმნება

Image

25 აპრილს, „კომბინატში“ (მოსკოვის გამზირი 13) საქართველოში პირველად გაიმართა Unlimited Summit, რომელმაც 500-მდე მონაწილე გააერთიანა. მათ შორის იყვნენ  ფრილანსერები, ტექ, მეწარეები, დამწყები პროფესიონალები და ადამიანები, რომლებიც ეძებენ ახალ შესაძლებლობებს, განვითარებას და ინსპირაციას.

 

სამ პარალელურ სცენაზე და 50-მდე სპიკერის მონაწილეობით, სამიტი იქცა იდეების რეალურ ეკოსისტემად:

 

  • მთავარი სცენა დაეთმო კარიერულ განვითარებას, ფრილანსინგს, HR, პერსონალურ ბრენდს, PR-სა და თანამედროვე მარკეტინგს
  • ტექნოლოგიური სცენა დაეთმო დფინანსებებს, ინვესტიციებსა და ბიზნესის ზრდას
  • ვორქშოფების სივრცემ მონაწილეებს მისცა თეორიულთან ერთად პრაქტიკული ცოდნაც, რაც დამწყები პროფესიონალებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

 

განხილული იყო:

 

  • შრომითი ბაზრის ტრანსფორმაცია
  • ფრილანსინგი და დისტანციური დასაქმება
  • სტარტაპების დაფინანსება
  • ტექნოლოგიები და ახალი უნარები

 

ამასთან ერთად გაიმართა დასაქმების, ტექნოლოგიური და საგანმანათლებლო გამოფენები, რამაც მონაწილეებს გზა გაუხსნა, ინსპირაციიდან პირდაპირ შესაძლებლობების აღმოჩენაზე გადასულიყვნენ.

 

მონაწილეთა შეფასებით, ღონისძიებამ შექმნა ახალი სტანდარტი საქართველოს ბაზარზე. როგორც ფრილანსინგისა და თანამედროვე პროფესიული განვითარების მიმართულებით, ასევე იდეალური ორგანიზებით. ყოველი გამოსვლა იყო წინა თემის გაგრძელება და გაძლიერება, სპიკერი საგულდაგულოდ შერჩეული და თემა წინასწარ განსაზღული აუდიტორიის საჭიროებიდან გამომდინარე.

 

თუმცა მთავარი მესიჯი კიდევ უფრო ღრმაა.

 

Unlimited Summit-მა შექმნა ახალი ფორმატი: პლატფორმა, რომელიც ორიენტირებულია ფრილანსინგზე, ახალ პროფესიებზე, AI-ზე და გლობალურ შესაძლებლობებზე.
მონაწილეობა იყო სრულად თავისუფალი და მაქსიმალური ეფექტურობისთვის შერჩევის პრინციპზე დაფუძნებული, რომელიც პრიორიტეტს კარიერის ადრეული განვითარების ეტაპზე მყოფ აუდიტორიას აძლევდა. ამისთვის გაკეთდა კითხვარები, ხოლო მონაწილეებმა დაურთეს თავისი Linkedin გვერდები და პროტფოლიოები, რომელთა დეტალური დათვალიერებაც მოხდა.

 

რაც მთავარია, სამიტი ერთი ღონისძიებით არ დასრულებულა.

 

დაგეგმილია ყოველ თვე იმ თემატური  ივენთების გამართვა, რომელიც დღეს კარიერის მაძიებელ ადამიანებს ყველაზე მეტად სჭირდებათ. სამიტის დღის წესრიგიდან, სადაც 50-ზე მეტი სპიკერი გამცოდილებას აზიარებდა, აირჩევა შესაბამისი საკითხები, როგორიცააა ციფრული მარეტინგი, AI ანიმაციები, პერსონალური ბრენდინგი და ა.შ რის ირგვლივაც თავი მოეყრება საინტერესო გამოსვლებს.

 

უკვე სექტემბის ბოლოს პარტნიორი კომპანიების მხარდაჭერით, სამიტი გააერთიანებს გლობალურ სპიკერებსა და პლატფორმებს, რაც ამიერ კავკასიაში კიდევ უფრო გაუსვამს ხაზს მის პირველობას მსგავსი კონცეფციის ღონისძიების ორგანიზების კუთხით, ხოლო სამომავლოდ იგეგმება მეზობელ ქვეყნებშიც მისი გატანა.

 

ორგანიზატორების შესახებ:

 

  • ნინო ზექალაშვილი: სამიტის მთავარი ორგანიზატორი. 8-წლიანი გამოცდილების მქონე მარკეტერი, ფრილანსინგის ეკოსისტემისა და „ფრილანსერების ასოციაციის“ თანადამფუძნებელი, Sami Marketing Agency-ის CEO, Bliz.cc-ის თანადამფუძნებელი და GeoLab-ის ლექტორი, რომლის მიზანიც საქართველოში პროფესიული სტანდარტების დამკვიდრება და მეწარმეებისთვის უსაზღვრო შესაძლებლობების შექმნაა.

 

 

 
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?