სტატიის გამოქვეყნების დროისთვის არსებული ინფორმაციით, 9 ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა, ხოლო 150 ადამიანი უსახლკაროდ დარჩა თბილისში, მდინარე ვერეს ადიდებით გამოწვეული წყალდიდობისას. "ფეისბუქზე" სხვადასხვა უბანში გადაღებული ფოტოები ვრცელდება.
ზოოპარკის სამი თანამშრომელი, რომლებსაც გვიან ღამის შემდეგ ეძებდნენ, გარადაცვლილები იპოვეს. გარდაცვლილთა შორისაა გულიკო ჭიტაძე - ზოოპარკის ძიძა-მომვლელი, რომელიც ცოტა ხნის წინ ვოლიერში ვეფხვებმა დატორეს.
ტელეკომპანია "იმედის" ობიექტივში მოხვდა სამაშველო ოპერაციის ნაწილი, რომელშიც მაშველებთან ერთად თავად მოქალაქეებიც მონაწილეობდნენ და დატბორილი სახლებიდან მოქალაქეები გამოჰყავდათ.
გრიგოლ გეგელია "ფეისბუქზე" დილის 7 საათზე ვერის ხეობის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და აღწერს, რა ხდებოდა მთელი ღამის განმავლობაში მის სახლთან ახლოს.
ზოოპარკიდან გაქცეული ცხოველების ნაწილის ლიკვიდაციის ფაქტი შსს-მ დაადასტურა. ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება მოკლული და დაძინებული, ასევე ჯერ ცოცხალი, მაგრამ გაქცეული ცხოველების შესახებ.
ადიდებული მდნარე ვერეს ხეობის ზედხედი ყიფშიძის ქუჩიდან "ფეისბუქზე" თიკო რუხაძემ გამოაქვეყნა. კადრებში ჩანს ის კუნძული, სადაც ჯერ კიდევ გუშინ სახლი იდგა და ადამიანები ცხოვრობდნენ, ხოლო შემდეგ ორი წყლის ნაკადმა წაიღო.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, თბილისის ქუჩებში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ, რადგან დედაქალაქში მომხდარმა სტიქიამ ზოოპარკში ვოლიერების დაზიანება და ცხოველების გარეთ გამოსვლა გამოიწვია.
13 ივნისის წყალდიდობა თბილისში. სოციალურ ქსელებსა და სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებული კადრებიდან ამოღებული ფოტოები დატბორილი უბნებიდან და მონაკვეთებიდან.
ვაკე-საბურთალოს სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.წ. წითელი ეკლესიის მიმდებარედ, ადგილობრივმა მოსახლეობამ ორი ლომი შენიშნა დასამაშველო სამსახურს ამის შესახებ შეატყობინა. ამასთან, დაახლოებით 30 წუთის წინ თბილისის ერთერთ უბანში სპეცრაზმელებმა ერთი ვეფხვი, ხოლო თსუ-ს პირველ კორპუსთან აფთარი მოკლეს.
თბილისის მერის დავით ნარმანიას ინფორმაციით, თბილისში მომხდარი წყალდიდობის შედეგად, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ხუთი ადამიანია დაღუპული.