-
2015-06-14 07:07
თბილისის მერის დავით ნარმანიას ინფორმაციით, თბილისში მომხდარი წყალდიდობის შედეგად, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ხუთი ადამიანია დაღუპული.
"რაც მოხდა, ამის თავიდან აცილება, პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო. მოვიდა უხვი ნალექი, მდინარემ წამოიღო ხეები, რაც ჩაიხერგა და სახლების დატბორვა გამოიწვია, ფაქტობრივად, ჩვენს თვალწინ დაიწყო ეს უბედურება. რომ არა გვირაბში მოქცეული მდინარე ვერე, მას უფრო თავისუფლად მოძრაობის საშუალება ექნებოდა და ამდენი სახლი არ დაიტბორებოდა", - განაცხადა დავით ნარმანიამ "კურიერში".