საზოგადოება

წყალდიდობის დროს ელექტრობოძზე აძვრა, დენმა დაარტყა, წყალში ჩავარდა და გადარჩა (ვიდეო)

ბოსტნეულით მოვაჭრე, რომელიც დედაქალაქის სტუმარი იყო, დატვირთული მიკროავტობუსით ვერემ გაიტაცა. მან მანქანიდან გადმოსვლა მოასწრო, მოაჯირს გაუყვა და ელექტრობოძზე ავიდა. იმ საღამოს ბევრმა გაიგონა მისი ყვირილი: "მიშველეთ!"

>>>

დღის ფოტო: მამა გიორგი ჯიბუტი დაკარგულ შვილს ეძებს

"მზიურის"ტერიტორიაზე გადაღებული ფოტო, სადაც გამოსახულია მამა გიორგი ჯიბუტი, რომელიც სტიქიის შემოტევის დროს დაკარგულ შვილს ეძებს, სოციალურ ქსელში გავრცელდა. 

>>>

"მზიურში", შლამში ჩაფლული მანქანის სალონის ფოტო

"ფეისბუქზე" გავრცელდა "მზიურის" ტერიტორიაზე, შლამში ჩაფლული მანქანის სალონში გადაღებული ფოტო. მანქანა დაზიანებულია, შლამიდან ამოღების მომენტში მასში ადამიანები არ იმყოფებოდნენ. 

>>>

თბილისის ზოოპარკიდან გაქცეული არცერთი ცხოველი ქალაქში აღარ დადის

ზოოპარკის ტერიტორიაზე დამხრჩვალი და გადარჩენილი ცხოველების აღწერა თითქმის დასრულებულია და არც ერთი მტაცებელი ცხოველი ზოოპარკის გარეთ აღარ იმყოფება და ქალაქში არ დადის, -

>>>

ამაღამ დენის მიწოდება თბილისის ასზე მეტ ქუჩას შეუწყდება

"თელასი" საგანგებო განცხადებას ავრცელებს და იმ ქუჩების სიას აქვეყნებს, რომლებსაც ამაღამ, 01:00 სთ-დან 07:00-დე დენის მიწოდება შეუწყდებათ. "თელასი" ბოდიშს იხდის შექმნილი უხერხულობისთვის. 

>>>

ზუგდიდის ცენტრში ტვ "ოდიშის" დაცვის თანამშრომელი სცემეს

ზუგდიდის ცენტრში ტვ "ოდიშის" დაცვის თანამშრომელს ხუთი პირი დაესხა თავს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ერთერთი თავდამსხმელი დაკავებულია. 

>>>

"მზიურში" მეხანძრე-მაშველის ცხედარი იპოვეს - მსხვერპლთა რიცხვი 15-დე გაიზარდა

"მზიურის" ტერიტორიის შლამით დაფარული ნაწილის დასუფთავების დროს მაშველებმა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპული მამაკაცი მეხანძრე-მაშველია. 

>>>

ნუცუბიძის პლატოზე ბელი იპოვეს, დაიჭირეს და ზოოპარკში მიიყვანეს

ნუცუბიძის ფერდობის მეოთხე მ/რ-ში მცხოვრებლებმა დათვის ბელი იპოვეს. ერთ-ერთმა მოსახლემ ბელის დაჭერა მოახერხა და ზოოპარკში მიიყვანა. 

>>>

დიანა ჯოჯუა და ზაალ უდუმაშვილი "კურიერს" ვერის ხეობიდან გაუძღვებიან

"რუსთავი-2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი ლაფერაშვილი "ფეისბუქზე" აქვეყნებს ფოტოს, სადაც ნაჩვენებია, საიდან გაუძღვებიან საინფორმაციოს წამყვანები ცხრასაათიან "კურიერს".

>>>

დაავადებათა კონტროლის ცენტრი წყლის გამოყენებასთან დაკავშირებით მითითებებს იძლევა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აცხადებს, რომ სასმელი წყლის დაბინძურების რისკი 13 ივნისის წყალდიდობის შემდეგ არაფრით აღემატება სხვა წყალდიდობათა დროს არსებულ რისკებს. ცენტრი წყლის გამოყენებასთან დაკავშირებით უსაფრთხოების ზომებზე მიუთითებს.

>>>

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?