ბავშვთა ქალაქ "მზიურის" ტერიტორიაზე შლამში ჩაფლული სასწრაფო დახმარების მანქანა იპოვეს, სავარაუდოდ, მანქანაში ცხედრებია. ინფორმაციას "კვირა" ავრცელებს.
უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ვინაობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. საბჭოს ცნობით, 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად, ოფიციალურად დადასტურებული მონაცემებით, დაღუპულია 13 ადამიანი, რომელთაგან დადგენილია 12 ადამიანის ვინაობა.
სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად სამოქალაქო აქტივობები სხვადასხვა ფორმით ვლინდება. ერთერთ მათგანზე ინფორმაციას „მარკეტერი“ „ფეისბუქის“ გვერდზე აქვეყნებს.
დღეს რადიო „აფხაზეთის ხმის“ საინფორმაციო სამსახური რეგულარულად გაგაცნობთ ინტერნეტგვერდებზე დაგეგმილ იმ შეკრებებსა და ორგანიზებულ გასვლებზე ინფორმაციას, რომლებიც მოხალისეებისთვისაა განკუთვნილი.
ვერეს ხეობაში, სავარაუდოდ, კიდევ ერთი ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარია აღმოჩენილი. მისი ოჯახის წევრები გასული დღე-ღამის განმავლობაში აქტიურად ცდილობდნენ მის პოვნას.
საქართველოში გლოვის დღეა. ღამის 12 საათიდან სახელმწიფო დროშები დაშვებულია ყველა სახელმწიფო სტრუქტურის შენობაზე, გადაიდო გასართობი ხასიათის ღონისძიებები, ამასთან, დღევანდელი დღე ოფიციალურად გამოცხადდა უქმე დღედ.
გმირთა მოედანზე ეს კადრები დღეს დილით, რვა საათზეა გადაღებული. მერიის შესაბამისი სტრუქტურები და მოხალისეები ამ ადგილის დასუფთავებას დღეს განაახლებენ.
25 წლის ზუგდიდელი მარიამ ქუთელია, რომლის ცხედარი მაშველებმა გუშინ იპოვეს, მცირეწლოვანი იყო, როცა მამა გარდაეცვალა. დედამ ობლები მარტო გაზარდა.
ლომის თეთრი ბოკვერი შუმბა, რომელმაც საყოველთაო სიყვარული დაიმსახურა, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული იპოვეს. სავარაუდოდ, ლომის ბოკვერი სპეცრაზმელებმა მოკლეს, როცა ის ვოლიერთან ახლოს შენიშნეს.
ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განცხადების საპასუხოდ "იმედის" ეთერში განაცხადა, რომ ზოოპარკის ადგილმდებარეობა მართლაც უნდა შეიცვალოს, მაგრამ არა იმიტომ, რომ იქ ზარები იყო გადადნობილი.