
ადიდებულმა მდინარე ვერემ ისევ დატბორა თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი. ადმინისტრაციამ წყალდიდობის დაწყებისთანავე ცხოველები გალიებიდან გაუშვა, თუმცა, მდინარემ თავშესაფრის კედელი გაარღვია, ხოლო წყლის ნაკადი თითქმის ოფისამდე ავიდა.
ამ დროისთვის უცნობია, რა ზარალი მიადგა ამჯერად თავშესაფარს ან რა ბედი ელით ცხოველებს. თავშესაფრის თანამშრომლები სტქიასთან გასამკლავებლად უძლური არიან, გადაუღებელი წვიმისა და ძლიერი დინების გამო ეფექტურად მუშაობას ვერ ახერხებენ მაშველებიც.
შეგახსენებთ, დაახლოებით ერთი კვირის წინ თავშესაფარში ანალოგიური სიტუაცია იყო, როცა წყალდიდობის შედეგად 20-ზე მეტი ძაღლი დაიღუპა, თუმცა, თვითმხილველთა თქმით, ამ წუთებში თავშესაფართან ბევრად უარესი სიტუაციაა, ვიდრე წინა წყალდიდობის დროს.