გაზეთ „ქრონიკა+“-ში გამოქვეყნებული ინტერვიუს ავტორი, ყოფილი დეპუტატი გია კელენჯერიძე „არჩევანის“ ეთერში გერმანიიდან ჩაერთო. მისი განცხადებით, პოლიტპატიმართა სია გარკვეული გარიგებების შედეგად შედგა.
გაზეთ "ქრონიკა პლუსის" რედაქტორმა, ჟურნალისტმა ელისო კილაძემ უპასუხოდ არ დატოვა პარლამენტის ვიცე-სპიკერის რეპლიკა იმის შესახებ, რომ "ჟურნალისტის მანტიას ამოფარებული ჟურნალისტები არ ასახელებენ ვინაობას". მან კობახიძეს იქვე მიმართა შეკითხვით, რა იცის მან იმის შესახებ, ვინ დაასახელა გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ელისო კილაძემ ან სხვამ.
"რუსტავი-2" იტყობინება, რომ ცოტა ხნის წინ სროლის ხმა ისმოდა საბურთალოს სასაფლაოზე, სადაც ნიღბიანმა პირებმა ორ ადამიანს ცეცხლი გაუხსნეს. დაღუპულები არ არიან, რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
ე. წ. "კოკაინის საქმეზე" მსჯავრდებულებთან და საქმის ფიგურანტების პოლიტპატიმართა სიაში შეყვანასთან დაკავშირებით გაზეთი "ქრონიკა+" დამატებით ინფორმაციას აქვეყნებს და წერს, რომ საქმე მალე სოზარ სუბარამდეც მივა.
საერთაშორისო ნარკოკარტელის წევრების დაკავების შესახებ ინფორმაცია შსს-მ 2010 წელს გაავრცელა. გავრცელდა ასევე ოპერატიული კადრები.
რთულად აღსაზრდელი მოზარდები, რომელთა რაოდენობა მთელ გერმანიაში 170 ათასზე მეტია, ქვეყნისთვის ნამდვილი უბედურებაა. მცირეწლოვანი ხულიგნები, რომელთაც ვერც მშობლები და ვერც პოლიცია ვერ მოერია, გახდნენ ევროპისათვის არატრივიალური ექსპერიმენტის მონაწილეები.
„კურიერთან“ საუბარში თბილისის საკრებულოს წევრი ალეკო ელისაშვილი შეწყალების კომისიაში, კონკრეტული პატიმრების გათავისუფლების საკითზე პოლიტიკოსებისა და თანამდებობის პირების მხრიდან დაინტერესებაზე და იმ მესიჯებზე პასუხობს, რასაც პირადდად ღებულობდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტის დირექტორი და კლუბ "სად? რა? როდის?" წევრი დავით ჭოჭუას გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, გულის შეტევა გახდა.
ასე გამოეხმაურა ცნობილი ქართველი ფეხბურთელი რუსულ მედიაში, შემდეგ კი ქართულ ონლაინგამოცემებში გავრცელებულ ინფორმაციას რუსეთის პრემიერლიგის ერთერთ გუნდში სამუშაოდ მისი შესაძლო გადასვლის შესახებ.
"აფხაზეთის ხმა" გთავაზობთ რუსულ საიტზე "ოხრანა.რუ" ჯერ კიდევ 2011 წელს გამოქვეყნებულ სტატიას, სადაც განხილულია, საიდან მოდის "კანონიერი ქურდის" ინსტიტუტი, რა წვლილი მიუძღვის მის შექმნაში სსრკ-ს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს, ვის და რაში სჭირდებოდა "კანონიერი ქურდის" ინსტიტუტი,ხ როგორც ასეთი და რა უნდა გაკეთდეს მის წინააღმდეგ ბრძოლისთვის.