პატიმრების ახლობლებისგან ბედ აღებული 20.000 დოლარი და მესიჯები ალეკო ელისაშვილთან - „ოცნების“ შეწყალების დეტალები

Image

„კურიერთან“ საუბარში თბილისის საკრებულოს წევრი ალეკო ელისაშვილი შეწყალების კომისიაში, კონკრეტული პატიმრების გათავისუფლების საკითზე პოლიტიკოსებისა და თანამდებობის პირების მხრიდან დაინტერესებაზე და იმ მესიჯებზე პასუხობს, რასაც პირადდად ღებულობდა.

 

„ერთ საქმეზე ზედმეტი ინტერესი იყო პოლიტიკოსების მხრიდან. ეს ვითომც არაფერი, მაგრამ მეორე შეწყალებაზე ზედმეტი ინტერესი გაგრძელდა. მესამე, სააღდგომო შეწყალებაზე იყო პირდაპირი ისტერიკა რამდენიმე პოლიტიკოსის მხრიდან, რომ გინდა თუ არა, ეს საქმე რატომ არ გაგაქვს, ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული და ეს საქმე გაიტანე განსაკუთრებული წესითო.

 

ვეუბნებოდი, რომ ვერ გავიტან ამას, ის არ ჯდებოდა კრიტერიუმებში. მპასუხობდნენ, რომ ვიცით, რომ არ ჯდება კრიტერიუმებში, მაგრამ მაინც უნდა გაიტანოო. კონკრეტულ მსჯავრდებულებზე იყო საუბარი. ბოლო მესიჯი მივიღე პირდაპირ ძახილის ნიშნებით, როგორ ბედავ ჩვენი მოთხოვნის იგნორირებას და არ გაგაქვს შეწყალებაზეო.

 

ჩემი ეჭვები გავუზიარე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს, მესიჯები მასაც ვაჩვენე და პრეზიდენტსაც. ამ საქმეზე ჩემთვის თანხა არ შემოუთავაზებიათ, თუმცა რამდენჯერმე მოვიდა ქალბატონი, რომელიც მეუბნებოდა, რომ თუ შენ სულ მცირე გაუნახევრებ ჩემს შვილს, პატივისცემა იქნება, რასაც მთხოვ, პატივს გცემ.

 

მე ვაწყვეტინებდი იქვე ყველა საუბარს. თუმცა მამაჩემს შესთავაზეს 20 000 დოლარი და ჩემს ახლობლებს შესთავაზეს ასეთი დათქმითაც, რომ თუ გინდა ნუ ეტყვი და შენ აიღე, ოღონდ დაგვეხმარე. მე ვიყავი ერთ შეხვედრაზე, სხვა შეხვედრაზე, ჩემთან მოვიდა ერთი მაღალი თანამდებობის ადამიანი. ის ადამიანი დღეს სხვა, ასევე მაღალ თანამდებობაზეა.

 

მან მკითხა, ეს საქმე თუ იცი, რამდენიმე მსჯავრდებულის სახელი დამისახელა, მეთქი ვიცი. ამ საქმესთან დაკავშირებით რამდენიმე პოლიტიკოსის ინტერესი თუ იციო. აი, პირდაპირ გეუბნები, რომ ამ ადამიანებს 200 000 დოლარი აქვთ ბე-ს სახით ამათგან აღებულიო და საერთო ჯამში, თუ გათავისუფლდებიან და მოახერხებინებენ, რომ შენ გაგათავისუფლებინონ, მილიონნახევარს აიღებენო.

 

ასევე მითხრა, რომ ეს ხალხი იყო პოლიტპატიმართა სიაშიო, მაგრამ შსს-მ ამოიღო და კატეგორიული წინააღმდეგი წავიდა ამისო. ამიტომ, ახლა ცდილობენ შეწყალებიდან გაიყვანონ ეს ხალხი, ვინაიდან პირობა აქვთ მიცემული კონკრეტული დამკვეთისთვისო. ამ მსჯავრდებულების გათავისუფლებით კონკრეტული ხალხი იყო დაინტერესებული“, - ამბობს ალეკო ელისაშვილი.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !