-
2015-12-16 01:11
შს მისნისტრის მოადგილე "ჯიდიესის" ეთერში ამბობს, რომ სიჩქარის გადაჭარბების დეტექტორების ამომცნობი პროგრამები და ის აპლიკაცია, რომლებიც ტელეფონებისთვისაა შექმნილი, ვერ იმუშავებს, რადგან, "მხატვრულად რომ ვთქვათ, კამერები ჩამოდიან ბოძებიდან და იწყებენ მოძრაობას", რაც გამოიწვევს ამ აპლიკაციის ახალ მდგომარეობას: "გოჩა დაბნეულია".
"GPS რეგისტრატორები სატელიტის საშუალებით დარღვევის ზუსტ დროსა და ადგილს აღრიცხავენ, რომელიც პოლიციას გადაეცემა და მძღოლი ჯარიმდება. ეს სისტემა ვიდეოკამერების მსგავსად იმუშავებს.
მხატვრულად რომ ვთქვათ, ვიდეოკამერა ბოძებიდან ჩამოდის და მოძრაობას იწყებს. პროგრამაც კი არის შექმნილი ტელეფონისთვის, რომელიც გაჩვენებთ სად არის სიჩქარის დეტექტორი, დამონტაჟებული – “გოჩა ჩართულია”, “გოჩა გამორთულია”,
ჩვენ შემოგვაქვს მობილური დეტექტორები, როდესაც “გოჩამ”, ანუ ამ პროგრამამ იცის სად არის ეს დეტექტორი და შემოდის მესამე სტატუსი, “გოჩა დაბნეულია”, ანუ ვთქვათ დღეს ეს დეტექტორი დგას მეხუთე კილომეტრზე, ხვალ მეშვიდეზე და მძღოლებს აქვთ განცდა, რომ სიჩქარის გადაჭარბება ყველგან ისჯება და არა მხოლოდ იმ ბოძებთან, რომელიც მათ დაიმახსოვრეს”, – განაცხადა თალაკვაძემ.