"ისლამური სახელმწიფოს" ერთერთი ხელმძღვანელი, ცნობილი საველე მეთაური თარხან ბათირაშვილი, იგივე აბუ ომარ აშ-შიშანი დაატყვევეს ამერიკელმა სპეცრაზმელებმა ერაყის პოროვინცია კირკუკში ჩატარებული ოპერაციის შედეგად. აშ-შიშანთან ერთად დატყვევებულია კიდევ ორი საველე მეთაური, შვიდი ბოევიკი კი ლიკვიდირებულია.
გადამდგარი პრემიერმინისტრის მისალოცი ბარათები, სადაც ის ოჯახთან ერტად ჟურნალისტებს შობა-ახალ-წელს ულოცავს, რამდენიმე ჟურნალისტმა „ინერციით“ მიიღო - მისი გამოცვლა ვერ მოასწრეს.
"ქართული გაზეთის" წყაროს ცნობით, 22 დეკემბერს ცესკოში მთავარი პროკურატურიდან შევიდა წერილი ალეკო ელისაშვილის წინასაარჩევნო დოკუმენტაციის გამოთხოვნის მიზნით. რის დადგენას ცდილობს პროკურატურა, ან რატომ გაჩნდა ელისაშვილის საარჩევნო დოკუმენტაციაზე ინტერესი სწორედ ახლა - უცნობია.
ქართველ-უკრაინელმა მომღერალმა სოფი ვილიმ (უკრ. Софі Віллі; ინგლ. Sophie Villy; ნამდვილი გვარი: ხუციშვილი; დაიბადა 1990 წლის 30 ოქტომბერს) წარმოადგინა ტრეკი Reveal, რომელიც უკრაინას მიუძღვნა.
ორი ძვირადღირებული ავტომობილი დაზიანდა მეტროსადგურ "სამგორთან", მოსკოვის პროსპექტზე დამაგრებული ბილბორდის ჩამოვარდნის შედეგად.
პარტია „ლიბერალ-დემოკრატების“ თავმჯდომარემ მუხრან ბურჭულაძემ მარჯვენასაჭიანი ავტომობილი შეიძინა და ამ ფორმით გამოუცხადა სოლიდარობა მარჯვენასაჭიანი მანქანების მძღოლებს.
მსჯავრდებულმა, "ვოისის" მონაწილემ თეონა ყოლბაიამ პატიმრობიდან მისი გათავისუფლების შესახებ პირადად სასჯელაღსრულების მინისტრისგან მას შემდეგ შეიტყო, რაც სცენაზე პატრიარქის დაწერილი საგალობელი "კირიე ელეისონ" შეასრულა.
პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი "იბერიის" ეთერში ამბობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ის წევრები და "პოლიტიკანები", რომლებიც სამარცხვინო განცხადებებს აკეთებენ, სასწრაფოდ განზე უნდა გაიწიონ. მისივე თქმის, სახელმწიფოს მართვის თამასა, ბოლო სამ წელიწადში, დაწეულია.
ორი კვირის წინ საპატიმრო დაწესებულებიდან გამოსულმა ახალგაზრდამ საპატრიარქოსთან თვითდაზიანება მიიყენა მას შემდეგ, რაც, მისი თქმით, დაცვამ პატრიარქთან შეხვედრის საშუალება არ მისცა. ახალგაზრდა აცხადებდა, რომ პატრიარქთან შეხვედრა პირადი პრობლემების გამო სურდა.