საზოგადოება

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში, ატოს ზონაში, დონეცკის მიმდებარედ, ნაღმზე საბრძოლო მანქანის აფეთქების შედეგად დაღუპულ ორ უკრაინელ მებრძოლს შორის ერთი ქართველია. 

>>>

ნარმანია: "სკვერების დიზაინი უკეთესი შეიძლებოდა, მაგრამ ცუდი არ არის"

"როცა ათასობით პროექტი კეთდება, ერთი-ორი, შესაძლოა, ვინმეს არ მოეწონოს და ამაზე იკამათოს", - ასე უპასუხა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გადაცემა "2030"-ში, თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე შემოღობილ მინი-სკვერებთან დაკავშირებით, რომლებიც სოციალურ ქსელებში საფლავებს მიამსგავსეს.

>>>

"ქრონიკა +" : ვანო მერაბიშვილი აქტიურ პოლიტიკაზე უარს ამბობს

"მამადაკარგული ნაცმო და მერაბიშვილის შემონათვალი ციხიდან" - გაზეთ "ქრონიკა+"-ში ამ სათაურით გამოქვეყნებულ სტატიაში ავტორი სანდო წყაროს ასახელებს და წერს, რომ ენმ-ს ლიდერებს ვანო მერაბიშვილმა აქტიური პოლიტიკიდან მისი წასვლის შესახებ შემოუთვალა. 

>>>

მიკროავტობუსში საახალწლო ამფეთქის შეგდებამ მძღოლს მხედველობა დააკარგვინა

N192-ე სამარშრუტო ხაზის მიკროავტობუსში საახალწლო ასაფეთქებლის აფეთქების შედეგად მიკროავტობუსის მძღოლმა მხედველობა დაკარგა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პირი, რომელმაც აღნიშნული ქმედება ჩაიდინა, ცხელ კვალზე დააკავეს.

>>>

"უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოხალისე სუს-მა ჯერ გააფრთხილა, მერე კი დააკავა"

შინაგანი ჯარების ყოფილი სარდალი, გოგი თათხუაშვილი უკრაინაში მებრძოლ ქართველ მოხალისესთან დაკავშირებით "ფეისბუქზე" საკუთარ გვერდზე ინფორმციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, ზაალ ლატარია, რომელიც საქართველოში ოჯახის მოსნახულებლად დაბრუნდა, სუს-მა დააკავა. 

>>>

"რა აზრი აქვს თქვენთან ამაზე ლაპარაკს?" - "იკა მარტვილსკი" მისი ტიტულის შესახებ შეკითხვაზე (ვიდეო)

32 წლის ქართველი წარმოშობის "კანონიერი ქურდი" ირაკლი დანელია, იგივე "იკა მარტვილსკი" რუსმა სამართალდამცველებმა ივანოვოს საბილიარდეში დააკავეს და დიდი რაოდენობით ამფიტამინი აღმოუჩინეს. მასთან ერთად კიდევ 10 ადამიანია დაკავებული.

>>>

"კვირა": ბუკიას ბაღთან მესანგრეები მუშაობენ, ნაპოვნია საეჭვო შეფუთვა

პორტალი "კვირა" ავრცელებს ინფორმაციას, რომ თბილისში, ბუკიას ბაღთან შინაგან საქმეთა სამინისტროს მესანგრეთა ჯგუფი მუშაობს, პერიმეტრი კი გადაკეტილია საპატრულო პოლიციის მიერ.

>>>

"ეს შენს ჯიბეში იდო" - უპოვარმა ნაჩუქარი შარვლის ჯიბეში ნაპოვნი ფული დააბრუნა

საფრანგეთში მყოფი ზურაბ ბაკურაძე აღწერს ერთ შემთხვევას, რომლის მთავარი მოქმედი პირი თვითონ და ერთი უპოვარი მამაკაცი იყვნენ - მამაკაცმა მას თავდაპირველად ფული სთხოვა, მაგრამ იმის გამო, რომ ფული არ ჰქონდა, ბაკურაძემ მას შარვლის ჩუქება შესთავაზა. 

>>>

რას გულისხმობს უკონტაქტო პატრულირება - შს მინისტრის მოადგილე განმარტავს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა “მაესტროს ფაქტორში” შს სამინისტროს მიერ ინიცირებული ახალი პროექტის შესახებ ისაუბრა. მინისტრის მოადგილემ ყურადღება უკონტაქტო პატრულირებაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ამგვარი მეთოდი მოფლიოს 21 ქვეყანაში წარმატებით მუშაობს.

>>>

სარატოვის გიმნაზიაში მოსწავლეებს „ახალი დიდი სამხედრო თვითმფრინავის“ ფულს აგროვებინებენ

სარატოვში მდებარე ერთერთი გიმნაზიის მოსწავლეთა მშობლები აღშფოთებულნი არიან იმის გამო, რომ სკოლაში „ახალი დიდი რუსული სამხედრო თვითმფრინავის ასაგებად“ მოსწავლეებს შორის ფულის აგროვება დაიწყეს, ხოლო იდეა მოსწავლეებს მიაწერეს.

>>>

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?