თურქეთის ქალაქ რიზეში საქართველოს ექვსი მოქალაქე პროსტიტუციის ბრალდებით დააკავეს. უახლოეს დღეებში მათ ქვეყნიდან გააძევებენ. დაკავებულთა ვინაობა არ სახელდება. ინფორმაციას "გურიანიუსი" თურქულ გამოცემა www.ensonhaber.com-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
20-ზე მეტი ხე მოიჭრა ორთაჭალა-შინდისის დამაკავშირებელ გზაზე. მერიამ ალტერნატიული გზის მშენებლობისთვის სულ 548 ხის მოჭრისა და გადარგვის ნებართვა გასცა. ტყე “პანორამა თბილისისთვის” გაიკაფა.
შაორის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ისევ გრძელდება ხე-ტყის ჭრა, უკვე ივანიშვილის კომპანია "ატუსთვის" დაკანონებული უფლებებით. ეს მანქანა ნიკორწმინდის ტყიდან საჩხერისკენ მიდის და შაორის მიმდებარედ, ჯამში, უკვე მოჭრილია ჯანსაღი ხეები 43 ათას კვადრატულ მეტრზე.
ჟურნალისტმა, "პირველი ნიუსის" რედაქტორმა ირაკლი მანაგაძემ "ფეისბუქში" გამოაქვეყნა რუსთაველის გამზირზე საახალწლო განათებების პროექტის ფოტოები - დედაქალქის მთავარი ქუჩა წინასაახალწლოდ და ახალი წლის დღეებში სწორედ ასეთი იქნება.
NDI-ს კვლევის მიხედვით, რომელიც აგვისტოში საქართველოს ქალაქებში: თბილისში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდში, ბათუმში, თელავში, ოზურგეთში, მცხეთასა და ახალციხეში ჩატარდა, „ევრაზიულ კავშირში“ საქართველოს გაერთიანებას ყველაზე ნაკლებად ზუგდიდში გამოკითხულები უჭერენ მხარს, ხოლო გორში - ყველაზე მეტი ემხრობა.
ზუგდიდის ქუჩებში განთავსებული სანაგვე ურნები კრეატიულადაა მოხატული. როგორც გაირკვა ეს აქცია ერთმა მოხალისე პირმა - როსტომ ზარანდიამ ჩაატარა და ურნები საკუთარი სახსრებით მოხატა.
"ვანოს შოუში" სტუმრად მისული ირინა სარიშვილი ქვეყანაში მიმდინარევ პროცესებსა და პროცესებში მონაწილე პოლიტიკურ ფიგურებს იუმორით მიმოიხილავს.
თბილისში, მშვიდობის ხიდზე "თავისუფალი ზონის" წევრმა ქრისტიანმა და მუსულმანმა ახალგაზრდებმა ერთობლივი აქციით გააპროტესტეს ტერორიზმი და მას "21-ე საუკუნის შავი ჭირი" უწოდეს.
უფრო ადრე პრემიერმინისტრ ღარიბაშვილის, ამ ბოლო დროს საქართველოს მთავრობის სხვა წევრების განცხადებების მიხედვით, რუსეთის ფედერაციაში ამ დროისთვის "ასეულობით ათასი ქართველი ცხოვრობს". პრემიერი 2013 წლის ბოლოს აცხადებდა, რომ ქართველთა რიცხვი რუსეთში მილიონზე მეტია.
უცნობი, დანით შეიარაღებული პირის თავდასხმა მოხდა თელ-ავივში, Russia Today-ს ოფისში, სადაც თავდამსხმელმა ორი ადამიანი სასიკვდილოდ დაჭრა. თავდასხმის შედეგად კომპანიის თანამშრომლები არ დაშავებულან.