1970 წელს დაბადებული ვალიკო მჟავია, მეტსახელად "ვალო" - სწორედ ეს ე.წ. კანონიერი ქურდი აიყვანეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შსს-ს წარმომადგენლებმა 2016 წლის 19 იანვარს.
30 წლის ირაკლი იმნაძემ 18 იანვარს, აღმაშენებლის გამზირზე თავი ჩამოიხრჩო. თვითმკვლელობის მიზეზი ამ დრომდე დაუდგენელია. ის, რომ აღმაშენებლის გამზირზე ნაპოვნი ცხედარი ნამდვილად ირაკლი იმნაძისაა, შსს-მაც დაადასტურა.
"დროულად მივმართოთ ექიმს, თუ რაიმე პრობლემები გვაქვს, იმიტომ, რომ ახლა რაც გრიპია, ყველა არის H1N1" - აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე. ის მენეჯერებს მოუწოდებს, სამსახურებში არ დაუშვან ავადმყოფი თანამშრომლები.
ვ. სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტალი დაფინანსების გარეშე დარჩა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჰოსპიტალი, რომელიც უფასოდ ემსახურებოდა ვეტერანებს, უქმდება. შესაბამისად, სამსახურის გარეშე რჩება 170-დე თანამშრომელი. ჰოსპიტლის მედპერსონალი უკან დახევას არ აპირებს და ფართომასშტაბიანი აქციისთვის ემზადება.
მეოთხე დღეა ზუგდიდის საოლქო პროკურორს ვერ პოულობენ. პაატა ქირია სახლიდან გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. ცნობილია, რომ მისი ტელეფონი 2 დღის წინ რუსთავში იპოვეს, თუმცა თავად პროკურორი არსად ჩანს.
"ტაბულის" ჟურნალისტი ნინო მაჭარაშვილი "ფეისბუქზე" აქვეყნებს "გაზპრომთან" მოლაპარაკების დაწყების დღიდან ხელისუფლების განმარტებებსა და ოფიციალურ წერილებს ამ მოლაპარაკებასთან მიმართებაში.
ტრადიციული წლიური სადღესასწაულო ციკლი აფხაზეთშიც დეკემბრის მიწურულიდან იწყება. თავდაპირველად იგი ზამთრის ბუნიობას უკავშირდებოდა, შემდგომში კი შობის დღეს – აფხაზურად – ,,ქირსას’’.
"თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის" დამფუძნებელი, ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი უკრაინაში ყოფნის დროს მიღებულ შთაბეჭდილებებს იხსენებს და განსაკუთრებით კიევის პატრიარქ ფილარეტთან და უკრაინაში მებრძოლ ქართველ მოხალისეებთან შეხვედრას გამოჰყოფს.
რამდენიმე წუთის წინ ტრაგიკული შემთხვევა მოხდა თბილისში, ბერბუკის ქუჩაზე, ერთერთ საცხოვრებელ კორპუსში, სადაც გოგონამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
32 წლის შვეიცარიელი მხატვარი მილო მუარესი გაშიშვლდა და კიოლნის (გერმანია) ქუჩაში ტრანსპარანტით ხელში დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში იდგა. ტრანსპარანტზე ეწერა: "პატივი გვეცით, რადგან ჩვენ არ უნდა ვიყოთ თავდასხმის ობიექტები მაშინაც კი, როცა შიშვლები ვართ!".