გერმანელ, რთულად აღსაზრდელ ბავშვებს ხელახლა აღსაზრდელად ციმბირში უშვებენ

Image

რთულად აღსაზრდელი მოზარდები, რომელთა რაოდენობა მთელ გერმანიაში 170 ათასზე მეტია, ქვეყნისთვის ნამდვილი უბედურებაა. მცირეწლოვანი ხულიგნები, რომელთაც ვერც მშობლები და ვერც პოლიცია ვერ მოერია, გახდნენ ევროპისათვის არატრივიალური ექსპერიმენტის მონაწილეები.

 

მოზარდებს ხელახლა აღსაზრდელად ციმბირში აგზავნიან. ასეთი მოზარდებისათვის წლიური აბონემენტი რუსეთის მიყრუებულ კუთხეში ზოგჯერ ციხისგან თავის არიდების ერთადერთი შანსია. თანაც ციხეებში ასეთი ბავშვების შენახვაზე წელიწადში დაიხარჯებოდა დაახლ. 50 ათასი ევრო, ციმბირში კი ეს თანხა 3-ჯერ ნაკლებია.

 

იქაური საზომით ეს თანხა ნამდვილი სიმდიდრეა. მოზარდი აღსაზრდელად მასწავლებლების ოჯახში ხვდება. ახლა პიტერ დაუმზენი თოვლიან ქარბუქში 1,5 კმ-ს გადის სკოლამდე და უკან. თავის სამშობლოში პეტკა, როგორც მას რუსულ ყაიდაზე შეარქვეს, სკოლაში თვეობით არ დადიოდა..ბიჭმა, რომელსაც კანონთან პრობლემები ჰქონდა, თვითონ მოითხოვა პროგრამაში ჩართვა.

 

ნახევარ წელიწადში ციმბირში ის საკმაოდ კარგად დაეუფლა რუსულ ენას - ეს ამ პროგრამის აუცილებელი მოთხოვნაა. ის ძველებურად გარბის მოსაწევად სკოლის კუთხისკენ, მაგრამ თვითმხილველები ირწმუნებიან, რომ სხვაობა საოცარია. შესვენებებზე მას ურთიერთობა აქვს ხუთოსნებთან, გატაცებულია ფილოსოფიით, საღამოობით ფეხბურთის სათამაშოდ დადის. ფიზკულტურის მასწავლებელმა ვლადიმირმა, რომელიც მისი აღმზრდელი გახდა, მოზარდს სხვა ელემენტარული ცოდნაც მისცა, რასაც ბიჭი ადრე არ აკეთებდა. მაგალითად, ის ტანსაცმელს აქეთ-იქით ყრიდა და საწოლს არ ასწორებდა.

 

ვლადიმირს სურს, ბიჭს სამახსოვროდ აჩუქოს ფოტოალბომი ციმბირის შესახებ. მასში უკვე არის რამდენიმე ფოტო - როგორ ესტუმრა პიტერი ცირკს, კინოთეატრს, ომსკის "ავანგარდის" ჰოკეის მატჩს. - მე ძალიან გამაკვირვა მატჩის ატმოსფერომ. ყველა ისეთი ერთსულოვანია. და კიდევ ჩემთვის უჩვეულო საქმიანობა - ერთხელ აღმზრდელმა სათევზაოდ წამიყვანა, თქვა პიტერმა. - ოღონდ დასანანია, რომ ერთი თევზიც კი ვერ დავიჭირე.

 

პროგრამაში მონაწილეობს კიდევ ერთი გერმანელი მოზარდი - მარვინი. ჟურნალისტებს ბავშვთან ურთიერთობის ნებას ჯერჯერობით არ რთავს მისი კურატორი - აზოვის სკოლის დირექტორი. მისი აზრით, ზედმეტი ყურადღებისგან მოზარდს "ვარსკვლავური ავადმყოფობა" ეწყება. ახალგაზრდა ცდილობს, დაივიწყოს თავისი კრიმინალური წარსული, სწავლობს ციგურებზე დგომას, შეიძინა რუსი მეგობრები. ბაღჩის კიტრმა და გემრიელმა ბლინებმა თავისი საქმე გააკეთა - მარვინი თითქმის მიეჩვია ოჯახურ სამზარეულოს, მაგრამ ჰამბურგერებსა და კოლას მთლიანად ვერ გადაეჩვია.

 

სიცივეები რომ დაიწყო, მარვინმა სახლში პატარა კნუტი მოიყვანა, რომელიც მაღაზიის სანაგვე ყუთში იპოვა. -კნუტი ტიროდა, ჩვენ ის გავათბეთ, - ყვებოდა კურატორი მიხაილ გოლოვანოვი იმის შესახებ, როგორ გაუჩნდა მარვინს პატარა აღსაზრდელი. თუ მარვინი გაუძლებს მკაცრ ციმბირულ გამოცდას, გერმანიაში ის მიიღებს ბინას სოციალური პროგრამის მიხედვით.

 

კარგ რაიონში, შორს ძველი ნაცნობებისა და სახიფათო საცდურებისგან. რთულად აღსაზრდელების პროგრამა უკვე რამდენიმე წელია, რაც მუშაობს. ადრე აქცენტი კეთდებოდა შრომით თერაპიაზე. გერმანელ ბავშვებს ტაიგის სოფლებში უშვებდნენ. უმკაცრეს პირობებში ბიჭებს სახლი უნდა მიელაგებინათ, შეშა დაეჩეხათ, ჭიდან წყალი მოეტანათ. თუკი ახლა ციმბირში ბავშვები ნებაყოფლობით მიდიან, რამდენიმე წლის წინ მათ იძულებით აგზავნიდნენ.

 

ასეთ სპარტანულ პირობებში სულ ხუთასამდე არასრულწლოვანი დამნაშავე იმყოფებოდა. გერმანიაში ციმბირით განკურნების ორიგინალურ მეთოდს მხარს უჭერს სოციალური ორგანიზაცია "ტრენტი". სოფელ ტიმელში ექვსი პატარა სახლია - ესაა საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლების მსგავსი რამ. .ქუჩებიდან ძნელად აღსაზრდელები თავიდან აქ ხვდებიან. მათ დისციპლნას აჩვევენ, სპორტის სხვადასხვა სახეობითა და მეცადინეობით აინტერესებენ.

 

ვინც აქ ცხოვრებას ვერ ეგუება, მას რუსეთში აგზავნიან - ისე ხდება, რომ ვინც ერთი წლით მიდის, ისინი მეორე წელზეც წერენ განცხადებებს. ციმბირში კი ცივა, მაგრამ მთავარი ადამიანური სითბოა, - განაცხადა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ვლადიმირ კრემერმა. კევინმა პროგრამა ციმბირში გაიარა და სულ ახლახანს დაბრუნდა.

 

17 წლის ახალგაზრდას დედასთან დაბრუნება არ სურს. რუს მეგობრებთან მას ყოველდღიური მიმოწერა აქვს და ირწმუნება, რომ ციმბირში მას დედაც ჰყავს, მამაც და და-ძმაც. - მადლობელი ვარ, რომ ახლა პრობლემები აღარ მაქვს და მიხარია, რომ იქ, რუსეთში ოჯახი მყავს, - დამტვრეული რუსულით გამოხატა თავისი ემოციები კევინ ბეიდოგანმა. ახლა მას, ვინც ცოტა ხნის წინ მაღაზიაში პროდუქტებს იპარავდა, გაუჩნდა მიზანი - გახდეს ბანკირი ან ჟურნალისტი. აგრეთვე გიტარაზე ააწყოს ბეთჰოვენის რომელიმე მელოდია.

 

რუსეთში გამგზავრების შემდეგი კანდიდატია ვანესა. ის ციმბირში რამდენიმე კვირის შემდეგ მიფრინავს. რუსეთში, როგორც გოგონა ამბობს, სხვა ცივილიზაციაა. ამ ქვეყნის შესახებ მან იმ წიგნიდან გაიგო, რომელიც მას "ტრენტში" მისცეს წასაკითხად. - ვიცი, რომ იქ სიცივეა, მაგრამ, მაინტერესებს, იქ დათვებიც არიან? - კითხულობს ვანესა. 

 

ლაიფნიუსის მიხედვით

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !