-
2016-01-13 23:08
რამდენიმე წუთის წინ ტრაგიკული შემთხვევა მოხდა თბილისში, ბერბუკის ქუჩაზე, ერთერთ საცხოვრებელ კორპუსში, სადაც გოგონამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
15 სართულიანი კორპუსის მე-14 სართულზე მდებარე ბინის ფანჯრიდან 15 წლის გოგონა გადახტა. ის ადგილზე გარდაიცვალა. ამ დროისთვის ადგილზე იმყოფებიან კრიმინალისტები და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. საცხოვრებელი კორპუსი ქართულ-ამერიკული კლინიკის მიმდებარედ, "ალიას" რედაქციის წინაა.
"აფხაზეთის ხმის" ინფორმაციით, თვითმკვლელობის მიზეზად ოჯახის წევრებთან გოგონას კამათი სახელდება. თვითმხილველთა თქმით, ტრაგიკული შემთხვევის დროს სახლში გოგონა და დედამისი იმყოფებოდნენ.