
"დროულად მივმართოთ ექიმს, თუ რაიმე პრობლემები გვაქვს, იმიტომ, რომ ახლა რაც გრიპია, ყველა არის H1N1" - აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე. ის მენეჯერებს მოუწოდებს, სამსახურებში არ დაუშვან ავადმყოფი თანამშრომლები.
"მენეჯერებს ვთხოვ, არ დაუშვან ავადმყოფები სამუშაო ადგილებზე, იმიტომ, რომ ისინი სხვებსაც გაუხდიან ავად თანამშრომლებს. იგივე ეხება სკოლებსაც.
სკოლაში ჯანმრთელმა უნდა იაროს, ავადმყოფმა ბავშვმა არ უნდა იაროს სკოლაში, იმიტომ რომ შეიძლება სხვები გახადონ ავად, ამიტომ ასეთი ბავშვები სკოლაში არ უნდა დაუშვან", - აცხადებს იმნაძე.