სატელეკომუნიკაციო კომპანია "კავკასუს ონლაინის" განცხადებით, ამ ეტაპზე "კავკასუს ონლაინს" საცალო სეგმენტის შესყიდვის თაობაზე რამდენიმე მსხვილ სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან, მათ შორის "ვიმპელკომთან" და "მაგთიკომთან" აქვს მოლაპარაკება.
რეზო ბულია - ეს სახელი და გვარი ზუგდიდში იმდენად ცნობილია, რომ ვინ დგას მის უკან, ნებისმიერი ადგილობრივი გეტყვით, ან დააკონკრეტებს მაინც - "ქორეოგრაფი, ხომ?". მოგეხსენებათ, ბულიები ბევრნი არიან, მათ შორის, ცნობილებიც, მაგრამ რეზო ბულია, ნამდვილი მაესტრო, მათგანაც გამორჩეულია, რადგან მან რამდენიმე თაობას ქართული და არამარტო ქართული ცეკვა შეაყვარა.
ტელეწამყვანი და ჟურნალისტი ინგა გრიგოლია "ახალ თაობასთან" ინტერვიუში ამბობს, რომ "მაესტროში" "იმედიზაციის" პროცესი მიმდინარეობს, ხოლო პრემიერმინისტრი ამ ამბებში ცუდად გახვიეს.
ქართველი მეცნიერებათა დოქტორი თამარ პაზი (პაზიაშვილი) ეპილეფსიის კვლევის საკითხებში შეტანილი წვლილისთვის Michael Prize-ით დააჯილდოვეს. ამის შესახებ on.ge იტყობინება.
„თავისუფალი თაობის“ ლიდერი ლადო სადღობელაშვილი „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ რესპუბლიკელი დავით ზურაბიშვილი მორწმუნე მართლმადიდებლებს შეურაცხყოფას აყენებს, მაგრამ სასამართლოში კი არ უჩივლებენ, არამედ „სხვანაირად მოსთხოვენ პასუხს“.
მცირე ბიზნესის "დაკრიშვასთან" ბრძოლის პროცესში აუცილებელია განადგურდეს შუალედური რგოლი - ისინი, ვისთანაც მიაქვთ ფული ქვედა რგოლის კორუმპირებულ სამართალდამცავებს, რომლებიც უშუალოდ ძარცვავენ ბიზნესს.
პოლიტოლოგი, განათლების ყოფილი მინისტრი გია ნოდია "ფეისბუქში" წერს, რომ გოგი თოფაძემ გიორგი მარგველაშვილის ადრინდელი სტატია "წააკითხა", სადაც "ინტელექტუალი მარგველაშვილი" ქართველ ერს აფასებს, თუმცა, ნოდიას თქმით, იმ წერილში საბოდიშო არც არაფერია. საუბარია გიორგი მარგველაშვილის ცნობილ წერილზე "ნიჩურტა! მე ქართველი ვარ!".
მანჩო გიორგობიანი ნინო ორდენიძეს უპირისპირდება და ეუბნება, რომ როცა მათი მეგობრების ცოლებს აუპატიურებდნენ, მისი მეუღლე ლევან გვაზავა "რეჟიმის" ერთერთი მთავარი პირი იყო.
"ბალანდას" აჭმევ ხალხს და იძახი, რომ იკა გოგოხიას (ზუგდიდის მერი) ნათესავი ხარ და ვერავინ ვერაფერს გეტყვის", - უმწეოთა უფასო სასადილოს მთავარ მზარეულს სოციალურად დაუცველები ეჩხუბებიან.
"მაესტროს" ყოფილი დირექტორი ბაია გადაბაძე აცხადებს, რომ შენობა, სადაც "მაესტროა" განთავსებული, ასევე სატელევიზიო ტექნიკა, მაკა ასათიანის კომპანიის საკუთრებაა და ძმები გაჩეჩილაძეები მათ ვერ გამოიყენებენ.